x
ვიკინგები საქართველოში

"ვიკინგი" - საქართველოში უძლეველის სინონიმად ვერ დამკვიდრდა. ხალხს კარგა ხანს ემახსოვრებოდა პურის საკაზმავად (პურის გასაცხრილად) დამსხდარი "უძლეველი" ვიკინგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვაშის გულმოწყალების გამო მოახერხეს. დანარჩენი 2000 ვიკინგი კი, რომელიც ბაგრატ მეოთხემ არ ჩართო ბრძოლაში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ბაშში დაასახლა. მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ საქართველოში. ცნობილია, რომ თამარ მეფესაც ემსახურებოდა მოწვეული "3000 ვარიაგი" (ვარიაგი იგივე ვიკინგია, ასე ეძახდნენ მათ ქართველები). "კავკასიაში, მთების კალთებზე არსებობს უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო - საქართველო, რომელსაც სათავეში ქალი უდგას და მისი სახელია თამარ. მას ემსახურება 3000 "ვარეაგირ" (ვიკინგი)." მე-13 საუკუნის სკანდინავიური ლიტერატურიდან..

image




0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:დუნი
დუნი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0