მამაკაცის მოდა მამაკაცის საყურე 2019, 17 აპრილი, 14:28 მამაკაცისთვის საყურე სამშვენისი იყო და არავითარ შემთხვევაში - ორიენტაციის მანიშნებელი.
მამაკაცის საყურე შუასაუკუნის ექსკლუზივი არ არის. ეს უძველესი ტრადიციაა. საყურეებიან მამაკაცს ნახავთ ასურულ-ბაბილონურ თუ ეგვიპტურ სინამდვილეში.
ნიკორწმინდის ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე საყურეებიანი მამაკაცია დახატული.ის რაჭის ერთ-ერთი ფეოდალი ბეჟან წულუკიძეა. შესაძლოა, ეს ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ შუასაუკუნეებში და შემდეგაც - XVII საუკუნის საქართველოში დიდგვაროვანი მამაკაცების ერთ-ერთი მოსართავი ძვირფასი საყურე ყოფილა.
ფეოდალი ბეჟან წულუკიძე ნინო ჩიხლაძე ამბობს (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური ეს იყო მოდა. ამაში უნიკალური არაფერია. საყურეს ადრეც იკეთებდნენ, მაგრამ იშვიათად, ძირითადად ჭაბუკები. ბეჟან წულუკიძე შეიძლება მერაბ წულუკიძის შვილია, ან მომდევნო თაობა... წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს და მის ბიძას, გიორგი ლიპარტიან-დადიანს საყურეები უკეთიათ. ლევანი გრძელ თმას ატარებდა და მარგალიტის საყურე მკაფიოდ არ უჩანს, გიორგის საყურის კონსტრუქცია კი კარგად ჩანს: რგოლზე დამაგრებულ ფოთოლზე კიდია ლალის თვალი, საყურე მარგალიტით ბოლოვდება. მამაკაცები საყურეებს იკეთებდნენ, იმ დროს ეს ძალიან მიღებული იყო. მამაკაცის საყურე შუასაუკუნის ექსკლუზივი არ არის. ეს უძველესი ტრადიციაა. საყურეებიან მამაკაცს ნახავთ ასურულ-ბაბილონურ თუ ეგვიპტურ სინამდვილეში. ლევან II დადიანი
გიორგი I ლიპარტიანი დადიანი 178 1-ს მოსწონს
|