x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
როგორ შეგროვდა 2 დღეში მილიარდი ევრო შემოწირულობა ნოტრ-დამის აღსადგენად
image
ფული შემოდის მსხვილი კომპანიებისა და ბიზნესმენებისგან, ასევე, ოთხი საჯარო ფონდის მეშვეობით, რომელიც ამ მიზნით ფრანგულმა კულტურის სამინისტრომ აირჩია. მისმა ხელმძღვანელმა ფრენკ რიესტერმა გამოაცხადა ტვიტერზე საიტის შესახებ, სადაც შეგიძლიათ შემოწირულობების გაკეთება ტაძრის აღსადგენად.

16 აპრილს, საფრანგეთის კომპანიის Artemis-ის ბიზნესმენებმა ნოტრ დამის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყვეს. კიდევ 100 მილიონი გადარიცხა ფრანგული ნავთობისა და გაზის კომპანიამ, Total. - განაცხადა მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ პუიანმა.

საფრანგეთის ბიზნესმენთა ბერნარ არნოს ოჯახმა, ასევე მისი ჯგუფის კომპანიებმა Louis Vuitton Moët Hennessy (LVMH) პირობა დადეს, ტაძრის აღსადგენად გამოიყოს 200 მილიონი.

იგივე თანხა გადარიცხა კოსმეტიკურმა კომპანიამ LʼOreal-მა და მისმა მფლობელებმა, ბეტანკურის ოჯახმა.


10 მილიონი ევრო გამოყო მარტინ და ოლივიე ბიუგმა Bouygue-ის ჯგუფიდან, კომპანია JCDecaux Group -მა, Societe General-მა და მარკ ლადრე დე ლაშარელმა ჰოლდინგური კომპანიიდან Fimalac-ი.

საფრანგეთის რეგიონის, ილ-დე -ფრანსის ხელმძღვანელმა ვალერი პეკესესმა განაცხადა, რომ პრეფექტურა 10 მილიონს გამოყოფს, პარიზის მერია კი - 50 მილიონს. ორი მილიონს გადარიცხავენ რეგიონები: ოვერნ-რონა-ალპი და კიდევ ერთი - გარგემინი.

გაცნობის სერვისის Badoo- ს დამფუძნებელმა ანდრეი ანდრიევმა პირობა დადო, რომ კომპანიის აპრილის შემოსავლებს ფრანგულ ბაზარზე გადარიცხავს ტაძრის დასახმარებლად, თანხის ოდენობა უცნობია.

Apple-ს უფროსმა, ასევე, განაცხადა, რომ გაჯეტების მწარმოებელი გეგმავს ნოტრ-დამის აღსდგენად გადარიცხოს ფული, მაგრამ როდის და რა მოცულობის, არ დააკონკრეტა.

იუნესკო, ევროკავშირი და ცალკეულ ქვეყნები მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ ნოტრ-დამს. საფრანგეთის საელჩო რუსეთში აპირებს ანგარიშის ნომერის გახსნას, სადაც თანხის გადარიცხვა შეეძლებათ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურს ემანუელ მაკრონს შესთავაზა საუკეთესო რუსი სპეციალისტებით დახმარება ეკლესიის რეკონსტრუქციისთვის.

ნიდერლანდელმა მევიოლინემ ანდრე რემ გადაწყვიტა 700 ტონა ფოლადით დაეხმაროს ნოტრ-დამს, რაც ეკლესიის ირგვლივ საყრდენის ასაშენებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი ევროპაში გოთიკურ არქიტექტურაში. ნოტრ-დამი შედის დასავლეთის უძველესი ტაძრების ათეულში და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. მისი მშენებლობა 1163-დან 1345 წლამდე გაგრძელდა. ყოველწლიურად ტაძარს 14 მილიონი ტურისტი სტუმრობდა მთელი მსოფლიოდან.


2
78
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
78
  
2019, 17 აპრილი, 14:16
მაგის დარდი ვისა აქვს, თორნიკე
2019, 17 აპრილი, 13:39
70-ზე მეტი ქართული ტაძარია აღსადგენი თურქეთში. ჩვენმა ბიზნესმენებმაც უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი და ხალხმაც, სახელმწიფომაც და საპატრიარქომაც.
0 1 2