x
ადამიანის ევოლუცია
დედამიწას აქვს 4.6 მილიარდ წლიანი ისტორია. თუმცა ჰომო საპიენსი (გონიერი ადამიანი) 400000 და 250000 წლის წინ განვითარდა.

დროთა განმავლობაში დედამიწაზე წარმოიშვა განსხვავებული მახასიათებლების მქონე ადამიანები, მაგრამ ევოლუციას ყველა ადამიანი ვერ გადაურჩა და დღეისათვის შემოგვრჩა ჰომო საპიენსი.


1859 წელს ჩარლზ დარვინმა დაუშვა თეორია რომ ევოლუცია არის პროცესი, რომლის გამომწვევი მიზეზი - საარსებო გარემოს ცვლილებაა.
გარემოს შეცვლილი პირობები აიძულებენ ორგანიზმს,
გამოიმუშაოს ადაპტაციის ახალი საშუალებები.
ამ საშუალებების წარმოქმნა - განვითარება ბუნებრივი გადარჩევის პროცესის სახით ვლინდება
ხოლო ადაპტაციის ახალი საშუალებების განვითარების
მატერიალურ მექანიზმს გენური მუტაციები წარმოადგენს.
ამ პროცესების შედეგად ყალიბდება ახალი, გარემოსთან უკეთ შეგუებული ორგანიზმები, ხოლო ისინი, ვინც ვერ შეეგუება - გადაშენდება.

ადამიანთა ევოლუციის შესწავლისას რამდენიმე სახეობა გამოვლინდა და ქვემოთ წარმოგიდგენთ შვიდ მათგანს.


1. ჰომო ჰეიდელბერგერსი



image


ჰომო ჰეიდელბერგერსი ცხოვრობდა 700000 წლის წინათ. ისინი აფრიკიდან არიან წარმოშობით. მამრობითი სქესის ჰომო ჰეიდელბერგერსი სიმაღლეში იყო დაახლოებით 175 სმ, ხოლო წონა 62 კგ. ქალების შემთხვევაში კი საშუალო სიმაღლე იყო 157 სმ, ხოლო წონა 51 კგ. ისინი იყვნენ პირველი ადამიანები ვინც ეგუებოდნენ ახალ კლიმატს და გადარჩენისთვის ბრძოლობდნენ. ისინი ასევე ნადირობდნენ დიდ ცხოველებზე და ამით იყვნენ გამორჩეულები.


2. ჰომო რუდოლფენსი


image


ჰომო რუდოლფენსი არის კიდევ ერთი გადაშენებული სახეობა, რომელიც არის ჰომინიდის კატეგორიაში. ისინი დაახლოებით 1, 9 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. მათი ფიზიკური აღნაგობა, წონა და სიმაღლე ჯერ კიდევ უცნობია.

2012 წლის 8 აგვისტოს პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ჰომო რუდოლფენსის სახე.


3. ჰომო ჰაბილისი (მარჯვე ადამიანი)


image

მისი ნაშთები დაკავშირებულია ადრეულ ქვის იარაღებთან. ხასიათდება ზომიერად დიდი თავის ტვინით და ადრეულ ჰომონინებთან შედარებით მცირე კბილებით და პატარა სახით.

ისინი ცხოვრობდნენ დედამიწაზე დაახლოებით 2.4 და 1.4 მილიონი წლის წინ.

პირველი ნამარხი აღმოაჩინა მეცნიერებმა ლუი და მერი ლეკიმ 1960-იან წლებში ტანზანიაში ოლდუვაის ხეობაში.


4. ჰომო ფლორესინსი


image


ჰომო ფლორესინსი ცხოვრობდა 95000-დან 17000 წლამდე ინდონეზიაში. ისინი საკმაოდ მცირე ზომისანი იყვნენ და ქონდათ პატარა ტვინი.

ჰომო ფლორესინსის ნამარხი აღმოჩენილი იქნა 2003 წელს ინდონეზიაში.


5. ჰომო ერექტუსი


image


ჰომო ერექტუსი არის ადრეული ადამიანი რომელიც გადაშენდა, რომელიც ცხოვრობდა 1, 9 მილიონი წლის წინ. ჩონჩხის პირველი მახასიათებელი, რასაც მეცნიერები სახელი „ჰომო ერექტუსის“ მოსმენისას წარმოიდგენენ, არის მისი დიდი ზომა, რაც მას თავის წინამორბედ სახეობათაგან აშკარად განასხვავებს.

კვლევა ადასტურებს რომ ჰომო საპიენსი წარმოიშვა აფრიკაში და შემდეგ გავრცელდა ინდოეთში, ჩინეთში და საქართველოში.


6. ჰომო ნეანდერთალენსი


image


ჰომო ნეანდერთალენსი გადაშენებული სახეობაა, რომელიც დღევანდელ ადამიანთან ყველაზე ახლოს არის. მათი დნმ-დან მხოლოდ 0.12 პროცენტი განსხვავდება თანამედროვე ადამიანის დნმ-სგან. იგი დაახლოებით 600000-დან 30000 წლის წინ არსებობდა და ცხოვრობდა მთელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

კვლევამ აჩვენა რომ მათი ტვინი თანამედროვე ადამიანის ტვინს გავს დაბადებამდე, თუმცა სრულწლოვნებამდე მათი ტვინი უფრო მეტი გახდა. ისინი უფრო ძლიერები იყვნენ ვიდრე თანამედროვე ადამიანები არიან.


7. ჰომო საპიენსი


image


კლიმატური ცვლილებების გამო ბევრი სახეობა გადაშენდა, მაგრამ დარჩა ჰომო საპიენსი, როგორც თანამედროვე ადამიანის წინაპარი. ჰომო საპიენსები ერთად ცხოვრობდნენ, ნადირობდნენ, იკვებებოდნენ და ასე განვითარდნენ. მათ შეძლეს გამკლავებოდნენ კლიმატურ ცვლილებებს. მათ ასევე ისწავლეს ცეცხლის გამოყენება, უფრო დიდ ჯგუფებად ცხოვრება და ასევე უკეთესი თავშესაფრის შექმნაც.

უძველესი ნამარხი აღმოაჩინეს ეთიოპიაში.


0
1419
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
1419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0