ასტროლოგია კაცობრიობამ პირველად დაინახა შავი ხვრელი 2019, 10 აპრილი, 19:54 მეცნიერებმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში წარმოადგინეს შავი ხვრელის გამოსახულება. ექსკლუზიური კადრების ნახვა შესაძლებელი გახდა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის ფარგლებში, რვა ძლიერი რადიოტელესკოპის ერთობლივი მუშაობის წყალობით. 2017 წლის აპრილში მოხდა შავ ხვრელზე დაკვირვება, რომელიც მდებარეობს გალაქტიკაში M87. (დედამიწიდან დაახლოებით 53.5 მილიონი სინათლის წელი) მონაცემების დამუშავებას ორი წელი დასჭირდა. "მოხარული ვართ განვაცხადოთ, ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იყო მისი ნახვა. ჩვენ ვნახეთ და გადავიღეთ შავი ხვრელის სურათი."- განაცხადა პროექტის ხელმძღანელმა შეპ დოულმანმა და აღნიშნა, რომ ეს მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევაა. შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური მნათობი ამოწურავს მთელს ენერგიას და კვდომას იწყებს. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — მათ შორის, სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება. 212 1-ს მოსწონს
|