საზოგადოება "ვერ წაამეცადინებენ მაინც?"- ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია სალომე ზურაბიშვილზე 2019, 9 აპრილი, 20:22 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე წერს და დღევანდელ ინცინდენტს ეხმაურება.
როგორც გრიგოლია აღნიშნავს, ცხრა აპრილის მთავარ სიტყვაში რომ თამრიკო ჭოველიძის სახელი და გვარი გამოგრჩება, მინიმუმ განმარტება მაინც უნდა გააკეთო მედიასთან, პრეზიდენტი რომ ხარ. "ამ პროტოკოლურად მოსაუბრე სალომე ზურაბიშვილს, აშკარად მარტო იმას რომ კითხულობს, რასაც უწერენ და ურჩევენ, ვერ წაამეცადინებენ მაინც, პროტოკოლით განსაზღვრული ტექსტების წარმოთქმაში? ცხრა აპრილის მთავარ სიტყვაში რომ თამრიკო ჭოველიძის სახელი და გვარი გამოგრჩება, მინიმუმ განმარტება მაინც გააკეთე მედიასთან, პრეზიდენტი რომ ხარ. .p.s-რვა საათზე “რეაქციას“ თამრიკო ჭოველიძის მამა გახსნის, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა პრეზიდენტის მიღება"- წერს გრიგოლია. ცნობისთვის, 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტი ნიშნად დატოვა. არკადი ჭოველიძის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს. 1735 2-ს მოსწონს
|