საზოგადოება მოვიდა დრო კიდევ ერთი გამარჯვების შესახებ დავწეროთ - "სიმსივნის კვალი აღარ არსებობს" 2019, 8 აპრილი, 16:15 16 წლის მარიამ კასტიუნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სრულად გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ დედების ფონდი სოციალურ ქსელში წერს. "და აი მოვიდა დრო კიდევ ერთი #გამარჯვების შესახებ დავწეროთ ვისაც გჯეროდათ, ვისაც არ გჯეროდათ, ვინც შორიდან უყურებდით ამ ამბავს, ვინც ახლოს იყავით ჩართულები ამხელა სიკეთეში_ ყველას, ყველას მინდა გახაროთ რომ 16 წლის მარიამ კასტიუნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რომ მარიამის ფეხზე სიმსივნის კვალი აღარ არსებობს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არცერთ წვალებას, შრომას, დაუზარელ მუშაობას, ყველა თხოვნას და ვედრებას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ათი ათასობით ადამიანის გაერთიანება შევძელით ამ გოგოს სიცოცხლისთვის ვისაც 1 ლარი ჩაგირიცხავთ მარიამისთვის, ღმერთმა ასი ათასად დაგიბრუნოთ თქვენი სიკეთე... მე კიდევ მჯერა, წინ ბევრი გამარჯვებაა, უფრო ბევრი ვიდრე აქამდე ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ იმაზე დიდი ძალა ვართ ერთად, ვიდრე ამას ვიაზრებთ .. დიახ, სასწაულები ხდება და შენი სიკეთე წინ აუცილებლად დაგხვდება მუდამ თქვენი ერთგული დედების ფონდი "- წერენ სოციალუირ ქსელში. 309 1-ს მოსწონს
|