x
image
თორ ნიკე
რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?
რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?


2016 წელს ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც საბოლოოდ მოუღო ბოლო იმ მითს, რომ ადამიანის ორგანიზმი ათჯერ მეტი ბაქტეიული უჯრედისგან შედგება, ვიდრე ადამიანური უჯრედისგან. ასე სჯეროდა კაცობრიობას 1977 წელს დუეინ სევიჯის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის წყალობით, რომელიც ეფუძნებოდა 1970 წლის ამერიკელი მიკრობიოლოგის, თომას დ. ლუკის ნაშრომს ამასთან დაკავშირებით.


სინამდვილეში ებრაელებმა, ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარებმა 4-წლიანი კვლევის განმავლობაში დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიული და ადამიანური უჯრედების რაოდენობა (მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიულის რაოდენობა მაინც მეტია) თითქმის ერთნაირია. ჩვენ ვიცით, რომ 84% ადამიანური უჯრედების რაოდენობისა ორგანიზმში მოდის მხოლოდ სისხლის წითელ უჯრედებზე - ერითროციტებზე. მათი რაოდენობა 60 კილოგრამის წონის ადამიანში, რომელსაც დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს, არის დაახლოებით 30 ტრილიონამდე უჯრედი.


რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?



ვაიცმანის ინსტიტუტის კვლევით, ადამიანის ორგანიზმში ერთ ადამიანურ უჯრედზე მოდის 1.3 ბაქტერიული უჯრედი, მაგრამ ეს ინდივიდუალურიცაა. გააჩნია ადამიანის წონას და ასევე დეფეკაციას. მაგალითად დეფეკაციამდე ადამიანს შესაძლოა ორგანიზმში ჰქონდეს 50 ტრილიონამდე ბაქტერიული უჯრედი, მაგრამ დეფეკაციის პროცესის დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 30 ტრილიონამდე დავარდეს.

იგივე ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარი რონ მილო, რომელიც ხელმძღვანელობდა მკვლევართა ჯგუფს, აცხადებს, რომ 70 კილოგრამის წონის, 170 სმ-ის სიმაღლის ჯანმრთელ ადამიანს აქვს მინიმუმ 30 ტრილიონი ადამიანური უჯრედი და 39 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედი ორგანიზმში.



სევე დაგაინტერესებთ:


1. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

2. რამდენი ერითროციტია ადამიანში?

3. რამდენი ლეიკოციტია ადამიანში?

4. რამდენი სახებაა უკვე გადაშენებული დედამიწაზე?

5. კაცობრიობა - დედამიწის კიბო?

6. ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი

7. დედამიწის სიღრმეში სიცოცხლე ჩქეფს

8. აბორტი - მკვლელობა თუ უფლება?




ნაკრებები:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
64
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
64
  
2020, 29 ნოემბერი, 2:22
How many bacterial cells make up the human body?

In 2016, the Weitzman Institute in Israel conducted a study that finally put an end to the myth that the human body is made up of ten times more bacterial cells, than a human cells. This is what humanity believed in, thanks to a paper published in 1977 by Dwayne Savage, based on the 1970 work by American microbiologist Thomas D. Luke's paper in this regard.

In fact, in a 4-year study by Jews, researchers at the Weizmann Institute in Israel found that the number of bacterial and human cells in the human body (although the number of bacteria is still much higher) is almost the same. We know that 84% of the number of human cells in the body come only from the red blood cells - erythrocytes . Their number in a person weighing 60 kilograms, who has about 5 liters of blood, is about 25 trillion cells.

According to a study by the Weitzman Institute, there are 1.3 bacterial cells per human cell in the human body, but it is also individual. Comes with human weight as well as defecation. For example, before defecation, a person may have up to 50 trillion bacterial cells in the body, but after the defecation process, their number drops to 30 trillion.
Ron Milo, a researcher at the same Weitzman Institute, who led the team, said that a healthy person weighing 70 kilograms, 170 centimeters tall, has at least 30 trillion human cells and 39 trillion bacterial cells in the body.
0 1 1