x
image
თამილა გურაშვილი
უკვე ძალიან სასაცილოა სააკაშვილი-ივანიშვილის "ომობანა"-ს ამბავი.- გიორგი მაჭარაძე
image
"თებერვალსა და მარტში სააკაშვილს იტალიიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან პირდაპირი ჩართვები ჰქონდა, სადაც ხვდებოდა საკუთარ მხარდამჭერებს და საიდანაც ემუქრებოდა ივანიშვილს და მის გარემოცვას, ჩამოვალ, დედას გიტირებთო. იმ ივანიშვილს ემუქრებოდა, რომელმაც პრეზიდენტად დასვა ვარდების რევოლუციის გზით, ასევე დააფინანსა სრულად. შემდეგ კი 2012 წელს, ასევე რევოლუციით გადაარჩინა ქართველი ხალხისგან ცოცხლად ჩამოტყავებას. ანუ. უკვე ძალიან სასაცილოა სააკაშვილი-ივანიშვილის "ომობანა"-ს ამბავი.

ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, ივანიშვილმა ანუ მოქმედმა პროკურატურამ და სასამართლომ, სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და ოფიციალურად მისცა იგი პატიმრობაში. ანუ, კანონის მიხედვით, როგორც კი მისი ადგილსამყოფელი დადგინდება, უნდა დააპატიმრონ და მოათავსონ ოთხ კედელში, თუმცა, არავინ აკეთებს ამას, რაც ასევე მინიმუმ სასაცილოა, რადგან არც ადგილსამყოფელს მალავს, ჟურნალისტებსაც ხვდება და როგორც გითხარით, პირდაპირი ეთერიდანაც იმუქრება.

ხო, და ადამიანებო, ნუ დაჭამთ და აწყენინებთ, ნუ გადაეკიდებით და დაკარგავთ ერთმანეთს მათ გამო. თქვენი როლი ნაც-ქოცურ პროექტში მხოლოდ ავი ძაღლის როლია, დანიშნულება კი ყეფა-ღრენა. კარგად გახსოვდეთ, საკმარისად ყეფის შემდეგ მხოლოდ პანღური მოგხვდებათ, ან შეიძლება პანღურს ალიყური უძღოდეს წინ.

როგორც გითხარით, თქვენი დანიშნულებაა იყეფოთ, მათი დანიშნულება კი, ამ ყეფის შედეგად შექმნან ილუზია, საქართველოში ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის შესახებ, რის საფუძველზეც ნანატრ აქტიურობას იღებენ არჩევნებზე, რაზეც თქვენ, არ ან ვერ ფიქრობთ, სამწუხაროდ.


დიახ, მეტი დანიშნულება თქვენ არ გაქვთ და დაფიქრდით, გსურთ, მათი ჯიბის ძაღლები იყოთ? როცა მოუნდებათ გაყეფონ და როცა მოუნდებათ ერთ ადგილში პანღური გითავაზონ? უამრავი რამის გადმოცემა შეიძლება ამ თემაზე, მაგრამ ყველაფრის აქ დაწერა არ შეიძლება.

ყოველ თვენგანს შეგიძლიათ გჯეროდეთ სააკაშვილისა და ივანიშვილის მტრობის ამბავი და იყოთ მათი მყეფარა ფინიები, ან არ დაიჯეროთ ეს ყველაფერი, გაიაქტიუროთ ანალიტიკური აზროვნება და მონაწილეობა მიიღოთ საკუთარი სახელმწიფოს (ჯერ) შექმნაში, შემდეგ კი მართვაში.

არჩევანი თქვენზეა. " - წერს პუბლიცისტი გიორგი მაჭარაძე

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0