საზოგადოება "სამწუხარო ამბავი..."- ნახეთ, რას წერს გურამ შეროზია. 2019, 7 აპრილი, 1:53 ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ფოტოს და ტექსტს აქვეყნებს. როგორც მის მიერ ატვირთულ ფოტოზე ვკითხულობთ, "ევროპამ ქართევლების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო, დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან". სწორედ აღნიშნულ სიახლეს ეხმაურება შეროზია, გულისტკივილს გამოთქვამს და საზოგადოებას ვიზალიბერალიზაციის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. "სამწუხარო ამბავი. თხოვნა მექნება: გავუფრთხილდეთ ვიზა ლიბერალიაციას.
არც ევროპაა სამოთხე, სადაც ენების, განათლების თუ პროფესიული უნარების არ ფლობის/ცოდნის შემთხვევაშიც კი - კარიერულ მწვერვალებს დავიპყრობთ.
ბავშვები მაინც შევიბრალოთ და მინიმუმ - ჩვენ როცა ავაწყობთ ყველაფერს - მერე ვცადოთ წაყვანა, რავიცი...
მწყინს." - წერს შეროზია.
606 2-ს მოსწონს
|