ქალი და მამაკაცი ტყუპი ძმა, რომლებიც რიგ-რიგობით დადიოდნენ ქალთან, მამობას უარყოფდნენ 2019, 3 აპრილი, 18:42
ბრაზილიის შტატ გოიას სასამართლომ ორ ძმას - იდენტურ ტყუპს დააკისრა ალიმენტის გადახდა, რადგან დნმ-ის ანალიზმა ვერ დაადგინა ზუსტად, რომელი მათგანია მამა. ასე რომ, ორივე ძმას მოუწევს ალიმენტის გადახდა. იუწყება BBC.
ტყუპი ძმიდან არც ერთი არ აღიარებდა ბავშვის მამობას და შესაბამისად, არც ალიმენტის გადახდის სურვილი ჰქონდათ. ტყუპი ძმა, რომელთა სახელებიცაა – ფერნანდო და ფაბრიციო(გვარი არ ხმაურდება), რიგ-რიგობით დაძვრებოდნენ ერთ გოგონასთან, ვითომდა ორივე ერთი პიროვნება იყო, ისე, რომ თავიდან ახალგაზრდა ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. საბოლოოდ გაჩნდა გოგონა. ბავშვის დედამ არ იცის, რომელი ძმაა ბავშვის მამა. დნმ-ის ანალიზმა ვერ დაადგინა, რომელია ბავშვის მამა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ძმებმა დამალეს სიმართლე და გოგონამ ვერ გაიგო, ვინ იყო ბავშვის მამა, ამიტომ მოსამართლემ გამოიტანა დადგენილება: ბავშვის დაბადების მოწმობის გრაფაში "მამა", ჩაიწეროს ორივე ძმის სახელი. ამის გარდა, ორივე ძმა სათითაოდ ახალგაზრდა ქალს ყოვეთვიურად გადაუხდის ალიმენტს – 230 რეალს(მიახლოებით 60 აშშ$), ეს გახლავთ ბრაზილიაში მინიმალური ხელფასის 30%. 618 3-ს მოსწონს
|