x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საკვები, რომელიც ზრდის პოტენციას მამაკაცებში
image


როდესაც ჰიპოკრატემ თქვა, “დაე იყოს საკვები თქვენი წამალი, ხოლო წამალი თქვენი საკვებიო'', ალბათ ერექციულ დისფუნქციას სულაც არ გულისხმობდა. და მაინც, ზოგიერთი საკვები შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ასეთი პრობლემის დროს.


გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც ეხმარება მამაკაცებს ერექციული დისფუნქციის დაძლევაში:


ჭარხლის წვენი - აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად 240 გრამი ჭარხლის წვენის მოხმარება 4 კვირის მანძილზე არეგულირებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. ასეთ დროს ქვედა ღრუ ვენა უკეთ მარაგდება სისხლით, რაც სასარგებლოდ მოქმედებს ერექციაზე.



ჩილის წიწაკა - ჩილის მოქმედი ნივთიერებაა კაპსიცინი, რომელიც ეხმარება ვენებს მოდუნებაში და სისხლის უკეთესად მიწოდებას უზრუნველყოფს გულის, ღვიძლის, კუნთებისა და სხვა ორგანოებისადმი, მათ შორის პენისისთვისაც.


კომბოსტო და მისი მსგავსი მცენარეები - თურმე ასეთი ფოთლოვანი მცენარეები მამაკაცის სხეულს ამარაგებს ტესტოსტერონით. ეს არის კაცის მთავარი სასქესო ჰორმონი, რომელიც განაპირობებს კუნთური მასის კარგად ჩამოყალიბებას, იცავს სხეულს თმის ცვენისგან და პასუხისმგებელია სპერმის წარმოქმნაზე.


შავი შოკოლადი - მისი საიდუმლო კაკაოს ფლავანოიდებშია, რომელიც გამოირჩევა ანტიოქისადნტური მოქმედებით. ანტიოქსიდანტები იცავს სხეულს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ამცირებს დაბერების პროცესს და აქვს ქრონიკული დაავადებების საწინააღმდეგო მოქმედება.


კაკალი - ზრდის სხეულში ტესტოსტერონის დონეს. ამასთანვე, მის შემადგენლობაში შედის ჯანსაღი ომეგა მჟავები, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აქვს ართრიტის საწინააღმდეგო მოქმედება და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ქრონიკული დაავადებებისაგან.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


გლუტენი - რატომ არის ის საშიში და რა არის ცელიაკია?


ტუბერკულოზი - როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს?


ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს?



0
833
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
833
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0