საზოგადოება " ჩემი ნიშნობის წინა დღეს, სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები შსსდან ვართო..." 2019, 31 მარტი, 18:34 ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 1993 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს. როგორც ის წერს, გამსახურდიას წიგნის გამო დედამისის და მამამისის დაპატიმრება მოინდომეს, თუმცა მისმა აქტიურობამ დედა ციხიდან იხსნა. "თუ ასეა, მაშინ მეც დავწერ, ჩემი ნიშნობის წინა დღეს, 1993 წლის 25 ოქტომბერს სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები შსსდან ვართო, მამაჩემის ზვიადისტობის საფუძველზე მოაწყვეს ჩხრეკა და გამსახურდიას წიგნის გამო გადაწყვიტეს დედაჩემის და მამაჩემის აყვანა, მამაჩემი ახალნაოპერაციები იყო თირკმლის კიბოს გამო და დედაჩემი წაიყვანეს და ამ ჩემმა კრასავიცა დედიკომ, მაშინ 41 წლის იყო, რაღაც კარცერში გაატარა მთელი ღამე სკამზე შემომდგარმა, ვირთხების შიშით! 20 წლის ლაწირაკმა ჩვეულებრივი მიტინგი მოვაწყვე წივილ კივილით და დილით ძლივს გამოვაშვებინე, კაციშვილი არ დამიდგა გვერდით! ასე იყო ეს! ნიშნობამ მშვიდობიანად ჩაიარა! თუმცა ჩხრეკის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ერთი ბეჭედი აღარ იყო! ნეტა სად არიან ახლა ის ტიპები? თან ჩხრეკის დროს გაიძახოდნენ, ეს ახვარი ზვიადისტები რა კარგად ცხოვრობენ თურმეო!"- წერს ნინო ნადირაძე კუზაანოვა. 174 1-ს მოსწონს
|