x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამშტაინის ახალმა კლიპმა ლიბერალების მასობრივი აღშფოთება გამოიწვია
რამშტაინის ახალმა კლიპმა ლიბერალების მასობრივი აღშფოთება გამოიწვია


რამშტაინის ახალ კლიპს სიმღერაზე "Deutschalnd" - "გერმანია" ლიბერალურ მედიაში პანიკური კრიტიკა მოჰყვა. მემარცხენე ლიბერალები განსაკუთრებით გააღიზიანა ცნობილმა ფრაზამ - "Deutschland uber allen" - "გერმანია უპირველეს ყოვლისა". ჯგუფის ახალი მუსიკალური შედევრი კლიპში მთლიანად წარმოაჩენს გერმანიის ისტორიას, ევროპის იდეურ მარცხს და აშკარად ჩანს ის ქვეტექსტები, რაც მიუთითებს იმაზე, თუ საიდან სადამდე მოვიდა გერმანია და რა საფრთხის წინაშე დგას მათი მომავალი და ეროვნული იდენტობა. ლიბერალურ მედიაში კრიტიკა მოჰყვა იმ სცენებს, სადაც ჩანან ნაციონალ-სოციალისტები საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი ებრაელები და სხვა. ასევე პროტესტი გამოიწვია იმან, რომ აქცენტი გაკეთებულია ნეგროიდზე, რომელიც სიმბოლურად გერმანიის აღსასრულთან ასოცირდება. მათი აზრით, სიმღერაც და ვიდეოც ახალგაზრდებში აღვივებს ნაციონალისტურ სულისკვეთებას, კვლავ წინ აყენებს არიული რასის თემას და ნაცისტური ან უფრო წინარე გერმანიის დიდების დაბრუნების სურვილს. ლიბერალური მედია მოუწოდებს რადიოებს, ან საერთოდ არ გაუშვან სიმღერა, ან დაადონ ცენზურა ტექსტის იმ მონაკვეთებს, სადაც ისმის ზემოთხსენებული ფრაზები და რომლებიც ატარებს გერმანული ეროვნული იდენტობის განცდას. კლიპს უკვე ადევს ასაკობრივი შეზღუდვა იუთუბზე.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია


2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
933
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
933
  
2019, 30 მარტი, 3:23
კი, ჩემიც :3
2019, 30 მარტი, 2:23
ეს კი ჩემი ფავორიტი, ჩემი ნარკოტიკია
0 1 2