x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
5 რამ, რასაც მამაკაცი მაშინ აკეთებს, როცა ქალი ნამდვილად უყვარს

image


როგორც ცნობილია, მამაკაცები ქალბატონებისგან განსხვავებით, სიყვარულს ცოტა უცნაურად, მეტი სიფრთხილითა და კიდევ უფრო მეტი თავშეკავებულობით გამოხატავენ. განსაკუთრებით კი, ის მამაკაცები, რომლებიც საკუთარ გრძნობებზე საუბარს გამუდმებით ერიდებიან, თუ შემთხვევით ამ 5 ნიშნიდან რომელიმეს, თქვენს გვერდით მყოფ ძლიერი სქესის წარმომადგენელს შეამნევთ, დარწმუნებული ბრძნადებოდეთ, რომ თქვენ მისთვის სულერთი არ ხართ.


ის თქვენით დაინტერესებულია


მამაკაცი, რომელიც სერიოზულად არის შეყვარებული, ის აუცილებლად დაინტერესდება თუ როგორ ჩაიარა თქვენმა ერთმა ჩვეულებრივმა ან არაჩვეულებრივმა დღემ. ასეთია შეყვარებული ადამიანის ბუნება, მას სურს იცოდეს, თუ რამ გაგახარათ ან თუნდაც გაგაბრაზათ დღის განმავლობაში..



image



თქვენთვის დროს ის ყოველთვის პოულობს



რა თქმა უნდა, მან მთელი თავისი თავისუფალი დრო თქვენ არ უნდა მოგიძღვნათ, თუმცა ის აუცილებლად ეცდება რომ საკმარისი დრო დაგითმოთ, რათა ერთად შეძლოთ თუნდაც, დღის გარკვეული მონაკვეთის გატარება.


image


მას ფიზიკური სიახლოვე სურს


თუ ადამიანს უყვარს და მას არანაირი პრობლემა არ აქვს, ის აუცილებლად ეცდება თქვენთან სიახლოვეს, თუმცა აქ მხოლოდ ინტიმური კავშირი არ იგულისხმება, არამედ ელემენტალური - ჩახუტება, შეხება... როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მამაკაცისთვის ფიზიკური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ "სითბოს" სათანადოდ მიღებას, ისინი მთელი ურთიერთობის განამვლობაში გამუდმებით ცდილობენ.



image



აფასებს იმას, რასაც თქვენ მისთვის აკეთებთ


ზოგადად, შეყვარებული ადამიანისთვის სიყვარულის გაგება პატივისცემის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, მან ზუსტად იცის, რომ უნდა დააფასოს ის, რასაც მისთვის საყვარელი ქალი აკეთებს. ეს ეხება როგორც ყოველდღიურ, ასევე სხვა, ბევრად მნიშვნელოვან საკითხებს.


image


თქვენი ერთგულია


ერთგულება სიყვარულის გამოხატვის მთავარი ნიშანია, თუკი ადამიანს ნამდვილად უყვარს, ის თავისი გრძნობების ერთგული ბოლომდე რჩება.


image






0
22248
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
22248