1. "მე რომ პატარა ვიყავი შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო"
2. "წვიმების სეზონის დროს ოკეანეზე ვისვენებდი. ეს რა წვიმაა? უბრალოდ ჟინჟღლავს"
3. "ჯარში როცა ვიყავი, დილის 4 საათზე უკვე შუადღის ჩაის სმაში ვიყავი გართული"
4. "ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი"
5. "ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?"
6. "რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს გარეთ"
7. "ერთი არ მოგწონებია... სახლზე მეორე გირაოს დადება მომიწია ეგ რომ მეყიდა. იცოდე, ერთი თვე არ გაჭმევ"
8. "- ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან. მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან დარჩენა შევთავაზე.
- მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში?"
9. "მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი"
10. "- ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა უარი არ უთხრა
- კი მაგრამ მამა, შენ ხომ გიყვარს ჩვენი მოხეტიალე?
- სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!"
11. "რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!"
12. "სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი"
13. "- ენდი ოფიციანტისთვის ფულის დატოვება არ დაგავიწყდეს.
- რაო?! მე რომ პატარა ვიყავი საკვების მოსაპოვებლად ვნადირობდით. ნადირობის დროს ფული ვის უნდა აჩუქო დედაბუნებას?!"
14. "- ლუი, პატარა რომ ვიყავი და მამას ვეხმარებოდი, ფანრები არ გვქონდა. შუქიც კი არ იყო, სარკეს ვიჭერდი, რომ მზის სხივი ამერეკლა და მამაჩემს ისე ვუნათებდი.
- ეგ როდის? გამოქვაბულების მოხატვით რომ იყავით გართული?
- ეგ გავიგონე, ლუი!"
15. "ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ თავი სარწყავი მგონია!"
16. "- ენდი არ მეგონა ამ დღეს თუ მოვესწრებოდი
- შენ სულ გვპირდები და გვპირდები..."
17. "- მამა ბებია დაბრუნდა!
- რატომ, კბილები დარჩა?!"
18. "- მამა ოდესმე სხვა სახელით თუ გისარგებლია ენდი ანდერსონის გარდა?
- კი. ჩქარა დაწექი სანამ ანდერსონი არ გადარეულას მეძახდნენ!"
19. "- მამა ციმბირის ფრონტზე თეთრ დათვებს ხურდაზე რომ ეჭიდავებოდი არ გეშინოდა?
- რას ამბობ ლუი, ბებიაშენთან სამი საათი გავატარე და იმისი არ შემშინებია. თეთრი დათვი შემაშინებდა?!"
20 "- ლუი ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო: მწვანე მაკარონი, მწვანე კარტოფილი, მწვანე სალათა...
- მამა სალათა ისედაც მწვანეა.
- რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ!"
21. "- მამა შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
- პასუხების მეტი რა მაქვს შვილო, მიდი დამისვი"
22. "გინდათ ამბავი მოგიყვე და ცოტა დაგამშვიდო? შუა ბრძოლაა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა, ოღონდ რა თქმა უნდა თავისი არა..."
23. "– რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის უმიზეზოდ გეცეს"
24. "შინაური ცხოველი რათ გინდა ძმა ხომ გყავს სახლში?"