x
3 ყველაზე ლამაზი ტბა საქართველოში

საქართველო. ქვეყანა ევრაზიაში, ქვეყანა სადაც ქართველები ცხოვრობენ. საქართველოს 12 კუთხე აქვს, 2 ოკუპირებული. საქართველოში არის ტბები, რომლის შესახებაც აქ გიამბობთ. მოემზადეთ! 3 ყველაზე ლამაზი ტბა საქართველოში!!!


1. ფარავანის ტბა

ტბა მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე. ტბა ვულკანური ტიპისა, სახელწოდება სოფელი ფარავნიდან მოდის. ასევე ცნობილია როგორც საქართველოს ყველაზე დიდი ტბა, ამ ტბის ფართობი 37, 2კმ, აუზის ფართობი 234 კმ, მოცულობა 91კმ. ამ ტბაში ჩაედინება მდინარე ფარავანი, სუხოი და შაშხა. ამ ტბის გარშემო გაშენებულია 6 სოფელი, ესენია: ფარავანი, ფოკა, ასფარა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა და ახალი ხულგუმო. ამ ტბიდან დაინახავთ ვულკანურ მთებს, ერთერთია დიდი აბულის მთა. თუ ამ ტბას მოინახულებთ ერთხელ, სურვილი გაგიჩნდებათ მეორეჯერაც მოინახულოთ. ბანაობას არ გირჩევთ, რადგან წყალი გრილია. ეს ტბა იზიდავს ბევრ ტურისტებს. ამ ტბაში გვხვდება თევზები, როგორებიცა: კალმახი, კობრი, ხრამული, ჭაფალა და სხვა. ამ ტბის მონახულება კარგი იქნება ზაფხულში.


2. ტაბაწყურის ტბა

ეს ტბაც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრ სიმაღლეზე. ამ ტბის ფართობი 14, 2 კილომეტრია, ხოლო აუზის ფართობი 83, 1 კილომეტრი. ამ ტბის გარშემო გაშენებულია 2 სოფელი მოლითი და ტაბაწყური. წყალი მტკნარია, ამ ტბას სტუმრობს უამრავი ტურისტი. ტბა მდიდარია თევზებით. ასევე სოფელ ტაბაწყურში არის ტაბაწყურის ნახევარკუნძული.



3. აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის ტბები მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2812 მეტრ სიმაღლეზე. აბუდელაურის ტბები შედგება 3 ტბისგან ესენია: აბუდელაურის თეთრი ტბა, აბუდელაურის მწვანე ტბა და აბუდელაურის ლურჯი ტბა. ფართობი 0, 035 კილომეტრი, მოცულობა 45, 500 კილომეტრი. ტბა მდებარეობს ალპურ ზონაზე (ალპური ზონა არის ის ადგილი, სადაც ხეები და ბუჩქები არ იზრდება). ტბების გარშემო არცერთი სოფელი არა გაშენებული. თეთრი ტბის დასავლეთით არის მყინვარი აბუდელაური. სამწუხაროდ ამ ტბამდე მისაღწევათ ფეხით ბევრია სასიარულო, მაგრამ ნახვა მაინც ღირს.

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:სანდრო BRO
სანდრო BRO
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0