x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
ფსიქოანალიზის მნიშვნელობა ფსიქოთერაპიაში
image


ფსიქოანალიზს ფსიქოთერაპიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მეტიც, ფსიქოანალიზი შეგვიძლის ფსიქოთერაპიის განმსაზღვრელ თეორიად მივიჩნიოთ. ფსიქოანალიზის მნიშვნელობის ილუსტრირება და დასაბუთება საკმაოდ მარტივია. ზიგმუნდ ფროიდმა დაიწყო ფსიქიკური ფენომენებისა და პათოლოგიებისთვის აზრის მინიჭება, რამაც შემდგომში გადატრიალება მოახდინა მთელ ფსიქოთერაპიაში. მნიშვნელობის ძებნა დაიწყეს სიზმრებში, ბოდვაში, ფანტაზმებში, განდევნილ სურვილებსა თუ ბავშვობის ტრავმებში. ფსიქოანალიზმა პათოლოგიის ასახსნელად არ დატოვა ფსიქიკის სფერო და ფროიდის წყალობით მკვეთრადაც გაემიჯნა მედიცინას. ფსიქოანალიზმა ფსიქიკური პრობლემები ჩამოაშორა გენეტიკას, ბიოლოგიურ ფაქტორებს, ნეიროტრანსმიტერებსა და ჰორმონალურ მოცემულობას და წინა პლანზე წამოსწია პაციენტის წარსულის შესწავლა.

შ. ფერენცი 1933 წელს წერდა: "დიდი ცვლილებები, რომლებიც ფსიქიატრიამ ფროიდის შემდეგ განიცადა დღეს ყველასთვისაა ცნობილი და ამიერიდან არავინ კმაყოფილდება აღწერით მეთოდსა და კლინიკური შემთხვევების სიმპტომატოლოგიურ კლასიფიკაციას".

იმისათვის, რომ ჯეროვნად დავაფასოთ ზიგმუნდ ფროიდის მოღვაწეობა და მნიშვნელობა ფსიქოთერაპიაში, აუცილებელია, ვიცნობდეთ მის ეპოქას. ამ დროს ფსიქიკური აშლილობებით დაავადებულ პაციენტებს სრულიად რიყავდნენ საზოგადოებიდან, მეტიც, მათი განკურნება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საშველად ზოგი რელიგიას მიმართავდა, ზოგი მედიცინას, ზოგი ფილოსოფიას, პაციენტების მდგომარეობა კი ხშირად უარესდებოდა კიდეც. ამიტომ იყო გარდამტეხი ფროიდის მიერ სულიერად ავადმყოფებსა და ჯანმრთელ სუბიექტებს შორის ხაზის წაშლა. ფსიქოანალიზის ჩამოყალიბების შემდეგ სიმპტომს აღარ განიხილავდნენ ცალკეულად, ის გახდა ავადმყოფობის გამოვლინებადი მანიფესტაცია, არაცნობიერის გამოვლინება.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფროიდამდე ცნობიერება ფსიქიკის სინონიმად მიიჩნეოდა და მხოლოდ ფსიქოანალიზით მოხერხდა დადასტურება, რომ ის, რაც არ აღიქმება, ასევე შეიძლება იყოს ფსიქიკის ნაწილი.

ფსიქოანალიზმა შეცვალა თერაპევტის როლი და დატვირთვაც. თერაპევტი ჩამოყალიბდა ნეიტრალურ მსმენელად, მას აეკრძალა დარიგება, რჩევის მიცემა და ნებისმიერი სახის პირდაპირი ჩარევა პაციენტის ცხორებაში. ფსიქოანალიზის წყალობით პაციენტებს საშუალება მიეცათ, მოეძებნათ მათი პრობლემების სათავეები და ჩაღრმავებოდნენ საკუთარ გამოცდილებას.


0
30
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0