x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც წითელარმიელებს თავზარს სცემდა
სიმო ჰაუჰა


ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს (1939-1940) ძალიან ცნობილი გახდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰაუჰა. სხვადასხვა მონაცემებით მან დახოცა 542-დან 742-მდე საბჭოთა ჯარისკაცი.


სიმო დაიბადა რაუტიარვიში, ვიბორგის გუბერნიაში, ფერმერის ოჯახში. 8 და-ძმიდან სიმო იყო მეშვიდე. 17 წლის წავიდა მცველთა რაზმში, სადაც დაეუფლა სნაიპერულ უნარებს და გამოამჟღავნა საოცარი ალღო იარაღის დამიზნებაში.


1925 წლიდან მსახურობდა არმიაში და უნტეროფიცერიც გახდა. 9 წელი ხვეწდა სნაიპერულ ტექნიკას.



ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დაწყებიდან პირველ 3 თვეში სიმომ გაანადგურა 210 წითელარმიელი. 10 აქედან მოკლა შაშხანით, ხოლო 200 პისტოლეტით და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით.


ჰაუჰამ მხოლოდ 1 დღეს, 21 დეკემბერს გაანადგურა 25 საბჭოთა ჯარისკაცი. ეს იყო საჩუქარი, რაც მან სსრკ-ს მეთაურს, იოსებ სტალინს დაბადების დღეზე გაუკეთა.


სიმო ჰაუჰა

ზოგადად, "თეთრი სიკვდილი, " როგორც მას უწოდებდნენ, ფინეთ-სსრკ-ს ომის პერიოდში დღეში საშუალოდ 10 წითელარმიელს სპობდა.


1940 წლის 6 მარტს ჰაუჰა მძიმედ დაიჭრა: მსხვრევადმა ტყვიამ მას სახის მარცხენა ნაწილი იმდენად დაუზიანა, რომ ქირურგებს მისი ყბის აღდგენა ბარძაყიდან აღებული ძვლით დასჭირდათ. ამიტომ არმიიდან მისი დემობილიზება მოახდინეს და პენსია დაუნიშნეს.


სიმო ჰაუჰა პირდაპირი დამიზნებით სროლის დიდოსტატი იყო. ძირითადად იყენებდა შაშხანა M/28-30 შპიცს და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ "სუომის." არ იყენებდა ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობას, რადგან მსგავსი მოწყობილობა რომ გამოეყენებინა, თავის რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა აწევა მოუხდებოდა, რაც შედარებით უფრო სარისკოა. სროლის დროს პირიდან ორთქლი რომ არ ამოსვლოდა პირში იდებდა თოვლს.


სიმო ჰაუჰა


სიმო ჰაუჰას მიღებული აქვს თავისუფლების ჯვრის ორდენი (I და II ხარისხის) და საკუთრივ მარშალმა მანერჰაიმმა მიანიჭა მას უმცროსი ლეიტენანტის წოდება ომის შემდეგ. მსგავსი რამ მანამდე არასოდეს არ მომხდარა ფინური არმიის ისტორიაში.


ომის შემდგომ წლებში სიმო ამუშავებდა მიწას, ნადირობდა და ძაღლებს უვლიდა. ერთხელ მასთან ერთად ინადირა ფინეთის პრეზიდენტმა ურჰო კეკონენმა.


1998 წელს, როცა ჰკითხეს, თუ როგორ გახდა ასეთი კარგი სნაიპერი, სიმომ ლაკონურად მიუგო: "ვარჯიში." ის მორიდებული ადამიანი იყო და საკუთარ დამსახურებებზე საუბარი არ უყვარდა.


სიმო ჰაუჰა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა სპეციალურად ვეტერანებისთვის განკუთვნილ საავადმყოფოში.


ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობდა თუ არა სინდისის ქენჯნას მის მიერ დახოცილი ადამიანების გამო, რაზეც ფინეთის ომის გმირმა მოკლედ მიუგო: "ვაკეთებდი იმას, რასაც მავალებდნენ და იმდენად კარგად, რამდენადაც ამის ძალა შემწევდა."

0
482
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0