x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 შოკისმომგვრელი ფაქტი აფრიკის შესახებ

მისტიკური, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ ისეთი მიმზიდველი. იქ ადამიანები სულ სხვა კანონებით ცხოვრობენ. აფრიკული ტრადიციები, კულტურა და ადამიანების ქცევა, შეიძლება ზოგს უხეშად და პირველყოფილურადაც მოეჩვენოს. მაგრამ, ეს სწორედ ის არის, რაც ამ კონტინენტს დასამახსოვრებელს და კოლორიტულს ხდის. ბევრი რამ, რაც აფრიკელებისთვის ჩვეულებრივი რამ არის, ჩვენთვის საშინელება, ლოგიკას მოკლებული და შოკისმომგვრელი შეიძლება იყოს.


image


აქ 10 ყველაზე უცნაური ტრადიციების შესახებ მოგიყვებით, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მოგზაურების გაოცებას და გაოგნებას იწვევს:



1. ველური ცხოველების ხორცი


image


ძნელი წარმოსადგენია აფრიკის კონტინენტი უცნაური საკვების და კერძების გარეშე, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ველური ცხოველების ხორცით იკვებება. ეს შეიძლება ლემურის, მაიმუნის ან ჯუნგლების რომელიმე ბინადრის ხორცი იყოს.
ყოველწლიურად, იქ მილიონობით ტონა ველური ცხოველის ხორცს იყენებენ და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დელიკატესია, უბრალოდ, ადამიანებს სხვა არჩევანი არა აქვთ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი კვლევების თანახმად, შიმპანზეს და ადამიანის დნმ 95 % ემთხვევა (ადრე 98% იყო), მაშინ შეიძლება ამ ხორცის საკვებად გამოყენება, კანიბალიზმადაც ჩავთვალოთ. გარდა ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანები ასეთი ხორცის გამოყენებისას, შეიძლება შიდსით ან ემბოლას ვირუსით დაავადდნენ.
ყველა, ვინც აფრიკაში აპირებს მოგზაურობას, სპეციალური ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს, რომ სერიოზული დაავადებებისგან დაიცვას თავი.



2. ფამადიჰანა (მალაგ. ძვლების გადაბრუნება)


image


ერთ-ერთ ტომს, მადაგასკარზე, მეტად უცნაური ტრადიცია აქვს. დაახლოებით, 5-7 წელში ერთხელ, მთელი ოჯახი იკრიბება იმისთვის, რომ გარდაცვლილი ნათესავის გვამის ექსგუმაცია მოახდინოს. რაც შემდეგ ხდება, საერთოდ წარმოუდგენელია, ჯანმრთელი ფსიკიკის ადამიანისთვის: ისინი მიწიდან ამოღებულ მიცვალებულის ნეშტს კოცნიან და მასთან ერთად მხიარულობენ.
მადაგასკარელები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი ქმედებით, მისდამი საკუთარი სიყვარულის და პატივისცემის დემონსტრირებას ახდენენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნათესავებიდან რომელიმეს გარდაცვლილი ადამიანი დაესიზმრება, მაშინ 7 წელი ლოდინი საჭირო არ არის, «ფამადიჰანა» მაშინვე ინიშნება.
ცერემონია ცოცხალი მუსიკის თანხლებით და მდიდრული სუფრით იმართება და რაც ყველაზე მთავარია, «წვეულების» ყველა მონაწილე იღიმება და მხიარულ განწყობაზეა.
და კიდევ, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამ რიტუალზე დასწრება ნებისმიერს შეუძლია.



3. ბრძოლა სიყვარულისთვის


image


აფრიკაში უამრავი სასტიკი (ალბათ, ჩვენი გადასახედიდან) ტრადიცია არსებობს, მაგრამ მათ შორის ერთი, შესაძლებელია მსხვერპლითაც დამთავრდეს. როდესაც ორი მამაკაცი ერთ ქალს ვერ იყოფს, სიყვარულის უფლების მოსაპოვებლად, «გრანდიოზული შეტაკება» ინიშნება.
წესები საკმაოდ მარტივია — ორივე მამაკაცი ერთმანეთს სცემს (ეს არ არის ჭიდაობა ან ორთაბრძოლის სხვა სახეობა). მათ არა აქვთ არანაირი დაცვის საშუალება და დაპირისპირება იმდენად სასტიკია, რომ მიწაზე დიდი რაოდენობით სისხლი იღვრება. გამარჯვებული ის არის, ვინც ფეხზე დარჩება (გადარჩება) ან ტკივილს ნაკლებად გამოხატავს. ამასთან, ქალს არაფერს ეკითხებიან. ის ხომ ცოლად გამარჯვებულს უნდა გაჰყვეს და არა იმას, ვინც მოსწონს ან უყვარს.



4. ბავშვზე დაფურთხება



image


მეტად უცნაური ტრადიცია აქვს კენიაში და ტანზანიაში მცხოვრებ მასაის ტომს: ისინი ახალშობილს აფურთხებენ. ამბობენ, რომ ეს ბავშვებს ბოროტი სულებისგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, ეს ადამიანები შეხვედრისას, ვიდრე ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ, ხელის გულზე იფურთხებენ.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ტომში, ნერწყვის ფეტიში – ჩვეულებრივი მოვლენაა და მათ ღრმად სჯერათ ნერწყვის ჯადოსნური ძალის.



5. აუცილებელი ინტიმური კონტაქტი საცოლის დეიდასთან


image


ნკოლეს ტომს უგანდაში კიდევ უფრო უცნაური ტრადიცია აქვს, რომელიც თანამედროვე ადამიანს ნამდვილად შოკში აგდებს: ვიდრე ოფიციალურად დაქორწინდება, სიძემ ინტიმური ურთიერთობა მომავალ სიდედრთან უნდა დაამყაროს.
ჩნდება კითხვა: თუ რაში მდგომარეობს ამ წეს-ჩვეულების აზრი?
პასუხი ძალიან მარტივია — დეიდამ მომავალი სიძე უნდა შეაფასოს, რადგან მამაკაცის ნაყოფიერება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ტომში.



6. მიცვალებულის წყლით მომზადებული კერძი


image


მალავის რესპუბლიკაში, ჩევას ტომს ერთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური ტრადიცია აქვს. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანი შეიძლება ცუდადაც კი გახდეს…
ტრადიციის თანახმად, როდესაც ტომში ვინმე კვდება, მისი გვამი წმინდა ადგილზე გადააქვთ. მიცვალებულს ხორხის მიდამოებში ყელს უჭრიან და საყლაპავ მილში სუფთა წყლის ნაკადს უშვებენ. იმავდროულად, სხვები გვამს მუცელზე ისე აწვებიან, რომ მუცლის ღრუში არსებული საკვების ნარჩენები გვამის უკანა მხრიდან გამოვიდეს. პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე წყალი არ დაიწმინდება. ამის შემდეგ, გვამში გავლილი წყალი მზარეულთან მიაქვთ და ის მთელი სოფლისთვის კერძს ამზადებს.
აზრი? — ტომის დაცვა ბოროტი სულებისგან.



7. ჭარბი წონა – სიმდიდრის ნიშანია


image


მავრიტანიელების მრწამსის მიხედვით — რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო მდიდარია მისი ქმარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამაკაცი ღარიბია, მაგრამ მსუქანი ცოლი ჰყავს, ის მაინც პატივსაცემ მოქალაქედ ითვლება.
ამ მიზეზით, მშობლები გასათხოვარ გოგონებს სპეციალურ ბანაკებში გზავნიან, საიდანაც ისინი ფერ-ხორციანები და კარგად ჩასუქებულები ბრუნდებიან.



8. საცოლის მოტაცება


image


სუდანელ მამაკაცებს როდესაც ქალი შეუყვარდებათ, იმის ნაცვლად, რომ ცოლობა სთხოვონ, – იტაცებენ. მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან მამაკაცის ოჯახის უფროსი წევრები ქალის ოჯახში, ქორწინებაზე უფლების სათხოვნელად.
თუ მამა თანახმაა, ის მომავალ სიძეს სცემს და ასე იბადება ახალი ოჯახი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გოგოს მამა თანახმა არ არის, ქორწილი მაინც იმართება, მაგრამ უკვე ქალის ოჯახის თანხმობის გარეშე.



9. ფირფიტა ტუჩში


image


აფრიკის მთელი კონტინენტის მასშტაბით, სხვადასხვა ტომებში, გოგონები ტუჩს იჭრიან და მასში საკმაოდ დიდი ზომის ფირფიტებს იდგამენ. საქმე იმაშია, რომ აფრიკელების აზრით, რაც უფრო დიდი საგანი აქვს გოგონას ტუჩში, მით უფრო მომხიბლავია ის. გოგონას ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ფირფიტის ზომაც — საბოლოო დიამეტრი 20 სმ-ს შეადგენს.
ასეთი რამ ჩვენ სიგიჟედ გვეჩვენება, თუმცა ამ ტრადიციასაც აქვს ლოგიკური ახსნა: ტუჩის გახვერტის ტრადიცია, აფრიკის კონტინენტზე, საუკუნეების მანძილზე არსებობს. ასეთი მეთოდით გოგონების მშობლები, მათ მონად გაყიდვისგან იცავდნენ. ისინი განზრახ უმახინჯებდნენ შვილს ტუჩს, რომ სხვებს მისადმი ინტერესი არ გასჩენოდათ. ხოლო დღეს, ეს ტრადიცია საუკეთესო საშუალებაა ტურისტების მისაზიდად. მოგზაურები ხომ უამრავ ფულს ხარჯავენ, რომ საკუთარი თვალით იხილონ ასეთი სასწაული გარეგნობის ქალები.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, კონტინენტზე ქალის სილამაზის არსებული სტანდარტები შეიცვალა: რაც ადრე სიმახინჯედ ითვლებოდა, – დღეს სილამაზის ეტალონად იქცა.



10. ნახირი, როგორც სიმდიდრის მაჩენებელი


image


ყველამ იცის, რომ ძროხა ინდოეთში წმინდა ცხოველია. თუმცა, კენიაში მცხოვრებმა პოკოტის ტომმა, ამ ცხოველებისადმი დამოკიდებულება ახალ დონეზე გადაიყვანა. პოკოტელები საკუთარ სიმდიდრეს ძროხების რაოდენობით საზღვრავენ.

ძროხა ამ ქვეყანაში ვალუტის ერთ-ერთი სრულფასოვანი სახეობაა და ყველაფერი, ფულის ერთეულთან ერთად, ძროხის რაოდენობით ფასდება. მაგ., სახლი ან მიწის ნაკვეთი, შეიძლება, 10 ან 20 ძროხა ღირდეს. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცს როგორი სახლი ან შემოსავალი აქვს, მთავარია, რომ ბევრი ძროხა ჰყავდეს. თუ ის დიდი ნახირის მფლობელია, შეუძლია ცოლად ერთი ქალის ნაცვლად, ერთდროულად, რამდენიმე შეირთოს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage



0
1658
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0