x
მეტი
  • 18.01.2022
  • სტატია:116300
  • ვიდეო:353091
  • სურათი:490153
ხოტევის ციხე
imageრაჭაში მოგზაურობისას უამრავი საინტერესო ადგილი ვნახე. რაჭა მართლაც საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, გამორჩეული კულტურით და ისტორიით. მინდა გიამბოთ რაჭის ერთ-ერთი პატარა სოფლის-ხოტევის და იქ მდებარე ციხის შესახებ.

ნიკორწმინდიდან ამბროლაურისაკენ მიმავალ გზაზე, უკანასკნელიდან 10 კილომეტრში მდებარეობს სფელი ხოტევი. პირველად ეს სოფელი XI ს-ში მოიხსენიება. ისტორიულად ის წულუკიძეთა სათავადოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის შემაერთებალ გზაზე მდებარეობის გამო სოფელი მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენდა, გამომდინარე აქედან საკმაოდ სწრაფად განვითარდა. სოფელ ხოტევში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVII ს-ის ციხესიმაგრის "ხოტევის ციხის" ნანგრევები.

image

ციხესიმაგრე მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, რაჭის ქედის ჩრდილო კალთაზე. ამ ეტაპზე ციხე დანგრეულია, აქა-იქ შემორჩენილია სათოფურები. ციხე რაჭისკენ მიმავალ გზას კეტავდა და საკმაოდ ძნელად ასაღებ დაბრკოლებას წარმოადგენდა მტრებისათვის. რაც შეეხება ციხის სახელს "ხოტევი", მისი წარმოშობის შესახებ არსებობს შემდეგი ლეგენდა: იმერეთის მეფეს აქ გადმოუსახლებია თავადი წულუკიძეები, რომლებსაც ციხე აუშენებიათ, ცოტა ხნის შემდეგ აქ მეფემ ჩაიარა და ჰკითხა თავადებს ხო ტევიხართ ამ ციხეშიო. ამის შემდეგ დაარქვეს წულუკიძეებმა ამ ციხეს ხოტევის ციხე და თანდათან ეს სახელი მთელს სოფელზეც გავრცელდა. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი სოფელ ხოტევზე და რაჭისკენ მიმავალ გზაზე.


imageimageimage


P.S ყველა ფოტო გადარებულია ჩემს მიერ.

3
776
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
776
  
2012, 17 ივლისი, 16:36
მეც ძალიან მომეწონა... სამწუხაროდ ჯომარდობა ვერ მოვასწარი :(
2012, 17 ივლისი, 16:32
ძალიან მომწონს რაჭაზე პირდაპირ ვაფრენ ისე მიყვარს
0 1 3