x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბერენ საათი - თურქული სერიალების გმირი, საინტერესო ცხოვრებით

ცნობილი თურქი მსახიობი, ბერენ საათი 26 თებერვალს 35 წლის გახდა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ბერენის ცხოვრების ეტაპებზე, რომელიც წარმატებით გაიარა და გახდა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი.


image




შოუბიზნესის სამყარომ ბერენი პირველად "თურქეთის ვარსკვლავებიდან" გაიცნო. ამის შემდეგ, მისი პოპულარობა დღითი დღე გაიზარდა. თუმცა სანამ მის წარმატებულ კარიერაზე გადავიდოდეთ ვნახოთ სად და როდის დაიბადა მეგასტარი...


image





ბერენ საათი დაიბადა 1984 წლის 26 თებერვალს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. მამა თურქეთის საფეხბურთო გუნდის მეკარე იყო. სწორედ ამან განაპირობა ბერენში დისციპლინის ჩამოყალიბება. ჰყავს ძმა - ჯემ საატი. თავად ბერენი დამჯერი ბავშვი იყო, ხშირად მღეროდა სარკის წინ დეზოდორანტით ხელში. აშკარად ისწრაფოდა სცენისკენ. ბავშვობიდან ცეკვავდა სალსას, ბალეტს, ტანგოს.


image




თურქეთის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ზუსტად ამ პერიოდში მან გადაწყვიტა სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა და მონაწილეობის თხოვა გაუგზავნა "თურქეთის ვარსკვლავებს", სადაც სეზონის ბოლოს მეორე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ დღემდე არავის ახსოვს, თუ ვინ გავიდა პირველ ადგილზე, რადგან ბერენ საათმა ის მთლიანად დაჩრდილა.


image





ბერენ საათი ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკში იყო შეყვარებული ბიჭზე, რომელსაც ეფე გურაი ერქვა. ამ უკანასკნელის დახმარებით ძლიერდებოდა ბერენ საათი, ეფეს დახმარებით ჩაეწერა "თურქეთის ვარსკვლავებშიც", საიდანაც მისი წარმატებული კარიერა დაიწყო. თუმცა საუბედუროდ მისი სიყვარული ადრეულ ასაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ამ მოვლენამ ბერენზე ძალზედ ცუდად იმოქმედა და კარიერაზე აღარც კი ფიქრობდა.



image






გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბერენმა საკუთარ თავს მეორე შანსი მისცა. დაიწყო ყველაფერი არაფრიდან და წარმატებას მალევე მიაღწია. ის თითოეულ სწორ ნაბიჯს ეფეს უმადლიდა და ყველაფერს მისი სულისთვის აკეთებდა.


image





პირველად ბერენ საათი გაბრწყინდა სერიალით - "გახსოვდეს ძვირფასო", შემდეგ სხვადასხვა სარეკლამო რგოლსა და ფილმებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა პირველი შედევრი ნამდვილად "გახსოვდეს ძვირფასო" იყო.


image





რეკორდები და ახალი ცხოვრება - როდესაც ბერენ საათი მიიწვიეს სერიალში "აკრძალული სიყვარული", ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ხალხის აზრით, ბერენი ჰაზალ ქაიას, კივანჩ თათლითუგის და სელჩუკ იონთემის ჩრდილში დარჩებოდა. მაგრამ ყველაფერი რეალურად აქედან დაიწყო... სერიალმა მოახდინა ფურორი, გახდა თურქული კინოსამყაროს რეკორდსმენი სერიალი, რომელსაც ყველა დროის ყველაზე ეფექტური ფინალი ჰქონდა. (ფინალში ბიჰტერი, იგივე ბერენ საათი თავს იკლავს). აკრძალული სიყვარული მსოფლიო მაშტაბით 24 ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის საქართველოშიც.


image



"აკრძალული სიყარულის" შემდეგ, ბერენ საათი უკვე თურქეთის ერთ-ერთი მეგასტარი იყო, მცირედი პაუზის შემდეგ, ის ეკრანებს ამჯერად "უდანაშაულო" -თი დაუბრუნდა. სერიალი, რომელიც ყველა ქალმა შეიყვარა. ბერენ საათის პოპულარობამ პიკს მიაღწია, გახდა საუკეთესო მსახიობი ქალი თურქეთში.


2012 წელს, ბერენ საათის მოჯადოვება მოახერხმა თურქმა მომღერალმა და კომპოზიტორმა კენან დოღულუმ. წლის წყვილის ურთიერთობა მშვიდად და იდეალურად მიმდინარეობდა, 2014 წელს, ბერენი და კენანი ლოს ანჯელესში დაქორწინდნენ. მას შემდეგ, ყველა ჭორს, რომელიც მათ დაშორებაზე იყო აგებული, წყვილი ხელჩაკიდული სცემდა პასუხს.


image




ბერენ საათის სამსახიობო კარიერა, ოჯახის შექმნის შემდეგ კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა. მან კიდევ რამოდენიმე სერიალში მიიღო მონაწილეობა: "შურისძიება" და "დიდებული საუკუნე - კოსემ სულთანი".


სერიალებისგან განსხვავებით, ფილმებში არცისე წარმატებული აღმოჩნდა მისი კარიერა. მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ფილმებში: "საშემოდგომო ტკივილი", "ღამის ფრთები" და "მარტორქების სეზონი", თუმცა მოსალოდნელ წარმატებას ვერ მიაღწია.


image





ბერენ საათის ფანებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს. უკანასკნელი ინფორმაციით, ციფრული კონტენტის პლატფორმა - netflix ბერენ საათის ახალ სერიალში გადაიღებს. თურქულ პრესაში სიახლე 2 კვირის წინ გამოჩნდა. როგორც ცნობილია დაუდასტურებელი სიახლე უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.


image




2019 წლის 26 თებერვალს, ბერენ საათი 35 წლის გახდა. მისი სტატუსი ინსტაგრამის ანგარიშიდან:


"დღეს კიდევ ერთი წელი მომემატა, როგორც ვიცი ასაკთან ერთად ადამიანი უფრო დაუნდობელი ხდება. მაგრამ ყველაფერი მავიწყდება, როდესაც ჩემი ეფე მახსენდება. აი უკვე ხელის თითებზე აღარ ეტევა ის წლები, რამდენი ხნის უკანაც შენ სამუდამო დაკგარგე, შენი თავი ღმერთმა წამართვა, თუმცა მას ხომ ყოველთვის კარგები მიჰყავს თავისთან?... საბედნიეროდ ჩემი მეორე ცხოვრება გამოდგა ბედნიერებით აღსავსე. კენანი.... ის მე მახარებს და მაბედნიერებს, ეფეს ტკივილს მხოლოდ ის მიხშობს. კიდევ კარგი დავიბადეთ... კიდევ კარგი ვარსებობთ... მადლობა ყველას <3"


image



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>



თურქეთის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები

image




ჩინეთში, ქალმა მოღალატე ქმარი და მისი საყვარელი ხეზე დააბა

image



გასული საუკუნის 25 ისტორიული ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

image




ქვეყნების მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით - რამდენია საქართველოს მოსახლეობა?

image




სად გაქრა მალაიზიის თვითმფრინავი - აეხადა თუ არა საიდუმლოს ფარდა?

image




"საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ

image




ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა"? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი

image











3
1850
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1850
  
2019, 31 მაისი, 15:39
დღემდე როგორ ყვარებია ის ბიჭი ...
2019, 12 მარტი, 23:08
მართლაც კიდევ კარგი რომ დავიბადე :)
0 1 3