x
მითები, რომლებისაც ხალხს სჯერა
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს უამრავი მით, რომლისაც ჩვენ გვჯერა ეს შეიძლება იყოს საყვარელი ბებიას რჩევა, ლაიფჰაკი ინტერნეტიდან ან უბრალოდ ბავშვობაში გაგებული საშინელი საიდუმლო, რაც ყველას სიმართლე გონია. რათქმაუნდა ზოგჯერ ესეთი ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჯობია ყურადღება არ მიაქციოთ ასეთ რჩევებს.

image




1) 8 საათიანი ძილი

image

ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს არანაკლებ 8 საათი. ეს არის ყველაზე განთქმული მით ძილის შესახებ. ექიმები მუდმივად ამტკიცებენ, რომ ადამიანს უნდა ეძინოს 8 საათის განმავლობაში, მაგრამ ბევრი თანამედროვე მეცნიერი და ექიმი იმედოვნებს, რომ ძილის ხანგრძლივობა ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური და არის დამოკიდებული ადამიანის ასაკზე, გენეტიკაზე და აღნაგობაზე. მაგალითად ავადმყოფებს და მოზარდებს მეტი დრო სჭირდებათ ძალების აღდგენისთვის. ამიტომ 8 საათი არის უბრალოდ საშუალო ციფრი ჯობია დაუჯეროთ თქვენს ორგნიზმს.






2) მეჭეჭი


image

თუ ბაყაყს შეეხებით აუცილებლად მეჭეჭი გაგიჩნდებათ.

სინამდვილეში მეჭეჭი გადადის მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე (თუ მეჭეჭიან ადამიანს ჩამოართმევთ ხელს). ეს მითი გაჩნდა იმიტომ, რომ ხალხს ბაყაყის ტანზე წამონაზარდები მეჭეჭები ეგონათ.






3) ელექტროენერგია და წყალი

image

ყველამ იცის, რომ წყალი და ელექტროენერგია ძალიან სახიფათო შეხამებაა, მაგრამ თვითონ წყალი დენს არ ატერებს, თუ საუბარი არის სუფთა წყალზე. რადგან წყლის მოლეკულებს არ აქვთ მუხტი შესაბამისაც ელექტროენერგიასაც არ ატარებენ. ამიტომ ასეთი სითხე ითვლება დიელექტრიკად და დენთან ერთად საერთოდ არ არის საშიში. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი წყალი ძალიან იშვიათია, ჩვეულებრივი წყალი რომელიც ონკანში მოდის არის მინერალური ნაერთი, რომელშიც არის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მუხტები ამიტომ ის ატარებს დენს.





4)კოკა-კოლა

image

კოკა-კოლა არის ყველაზე პოპულარული გაზირებული სასმელი და როგორც სხვა სასმელებზე მასზეც არის უამრავი მოგონილი მითი.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი კოკა-კოლის შესახებ არის ის, რომ თუ კოკა-კოლიან ჭიკაში ჩავაგდებთ კბილს დილისთვის ის მთლიანად დაიშლება.

ეს მითი არის დაკავშირებული იმასთან, რომ კოკა-კოლა შეიცავს ფოსფორმჟავას და ლიმონმჟავას, მაგრამ იგივე შემადგენლობა შეიძლება ვიპოვოთ სხვა გაზირებულ სასმელებშიც, ამიტომ მოსაზრება, რომ ის თითქოს კბილებს აფუჭებს არის მცდარი.





5) ღამურები

image

უმეტესობას გონია, რომ ღამურებს აქვთ ცუდი მხედველობა ან საერთოდ ბრმები არიან, მაგრამ სინამდვილეში ღამურების სხვადასხვა სახეობებს სხვადასხვა მხედველობა აქვს, უმეტესობას კარგი.

ღამურებს აქვთ მხედველობის 2 ტიპი პირველს იყენებენ დღისით სინათლეზე მეორე კი ეხმარებათ ღამით ორიენტირებაში.





6) პანდა

image

განთქმული მითია, რომ პანდები იკვებებიან მხოლოდ ბამბუკით. პანდები იკვებებიან ბამბუკით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განთავსების არეალში ბევრი ბამბუკია. ასევე ბამბუკს არ შეუძლია გაექცეს პანდას, სინამდვილეში პანდები სიამოვნებით იკვებებიან პატარა ცხოველებით და მწერებითაც კი. ერთადერთი პრობლემაა ის, რომ ისინი ძალიან ნელები არიან ამიტომ ვერ ეწევიან მსხვერპლს ამიტომ უწევთ ბამბუკით ხშირად კვება.





7)ადამიანის 5 გრძნობა

image

ცნობილია, რომ ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა - მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემო.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სინამდვილეში ადამიანს აქვს ოცზე მეტი გრძნობა მაგალითად: ბალანსის, წონასწორობის გრძნობა, შიმშილის, წყურვილის, შინაგანი ტემპერატურის გრძნობა, სივრცეშ აღქმის გრძნობა და ასე შემდეგ.

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯაპან ნიუზ
ჯაპან ნიუზ
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0