x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქაშმირის თავზე ამერიკული და რუსული თვითმფრინავების ბრძოლა გაიმართა
image

ექსპერტების აზრით, ასეთი მასშტაბის საჰაერო ბრძოლა, რა დროსაც ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნის დამზადებული ავიაგამანადგურებლები მონაწილეობდნენ, კარგა ხანია არ ყოფილა.


პაკისტანის მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობდა 8 ამერიკული F-16, ოთხი ფრანგული Mirage-3, ოთხი ჩინური JF-17 Thunder.ინდოეთის მხრიდან იბრძოდა ოთხი რუსული Су-30МКИ, ორი ფრანგული Mirage 2000 და ორიც საბჭოთა МиГ-21.

ბრძოლის შემდეგ ჩამოგდებული იქნა ერთი საბჭოთა МиГ-21.


" ვფიქრობ, საჰაერო ბრძოლების დროს, ამ შემთხვევაში ბრძოლაში მონაწილე თვითმფრინავების რაოდენობა აღარ განსაზღვრავს ჩამოგდებული თვითმფრინავის რაოდენობას. МиГ-21-ის განადგურება ამტკიცებს, რომ ის ყველაზე ნაკლებად დაცული იყო, МиГ-21 დრო წარსულს ჩაბარდა, მოვიდა მეოთხე და მეხუთე თაობის თვითმფინავების დრო, ახლანდელ ბრძოლებში მთავარია უმაღლესი პილოტაჟის რთული მანევრები, რომ გაერიდოს რაკეტებს და გაუშვას ცრუ სითბური სამიზნეები, რომელიც ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს"-აღნიშნა ექსპერტმა ანდრეი კრასნოპეროვმა.

image

ინდოეთის მტკიცებით ჩამოგდებულია F-16-იც, თუმცა პაკისტანი უარყოფს ამ ფაქტს.

ტვიტერზე მომხმარებლემა ნიკით ajayjandyal გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც ამტკიცებს, რომ ჩამოგდებული F-16-ის პილოტი პარაშუტით ეშვება.


შეგახსენებთ, პაკისტანსა და ინდოეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო 14 თებერვლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჯამუ და ქაშმირში ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 46 ინდოელი სამხედრო.


0
1285
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0