x
სტალინის კარგი და ცუდი მხარეები
სტალინს მრავალი ცოდვა ედება ბრალად უმეტესობა დამსახურებულად მაგრამ მისი მმართველობისას საბჭოთა კავშირი მართლაც გახდა ერთ-ერთი მოწინავე ძლიერი ეკონომიკით.

ი.ბ. სტალინი


დადებითი მხარეები



1)განათლება

საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, სასკოლო დაწესებულებების მასიური გახსნა არის ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა საბჭოთა კავშირის ისტორიაში.

გაუნათლებლობის ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი ჯერ კიდევ ლენინის დროს, სტალინის მმართველობის წლებში მიაღწია ზენიტს და ფაქტობრივად გეგმა მთლიანად შესრულდა. კომუნისტებმა მიიღეს ქვეყანა განათლების მიხედვით კატასტროფულად დაბალი დონის ქვეყანა საერთო ჯამში მოსახლეობის მხოლოდ 15% იყო განათლებული შუა აზიაში კი ეს მაჩვენებელი 5-6%-ს წარმოადგენდა. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც განხორციელდა იყო განათლების პროგრამა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სკოლების გახსნა უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იღებდა საშუალო განათლებას.ასეთი პოლიტიკის შედეგი გახდა გაუნათლებლობის სრული ლიკვიდაცია ქვეყანაში. მოსახლეობის კატასტროფულად განათლებელიდან განათლებულამდე შეცვლას დასჭირდა მხოლოდ 1 თაობა. 1939 წლისთვის საბჭოთა კავშირში განათლების კოეფიციენტი 90%-ს აღწევდა, საქართველოში ეს მაჩვენებელი 92%-ს უდრიდა.


საერთო ჯამში სტალინის დროს განათლება იყო უმაღლეს დონეზე სტალინის რეფორმების ნაწილი შემორჩა დღემდე.


2) ინდუსტრიალიზაცია

ინდუსტრიალიზაცია განხორციელდა XX საუკუნის 30 იან წლებში და საბჭოთა კავშირის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა რასაც საბჭოთა ხალხი იმკიდა ათწლეულების განმავლობაში.

სსრკს შექმნის მომენტიდან ქვეყანა იყო უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს ჩამორჩებოდა 50-100 წლით ამაზე თვითონ სტალინიც ლაპარაკობდა. რუსეთის იმპერია იყო ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა მაგრამ სამოქალაქო ომის დროს ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ამას დაემატა ლენინის უავრგისი რეფორმები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ეკონომიკის კიდევ უფრო დაცემას.

სტალინის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის სამხედრო თვალსაზისით გაძლიერება და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნა. სტალინის დროს საბჭოთა კავშირში ჩნდება ხუთწლედები და მთელი ადამიანური რესურსები იგზავნება მრეწველობის განვითარებისთვის. პირველივე ხუთწლედის დროს საბჭოთა კავშირმა მიაღწია ეკონომიკის კოლოსალურ ზრდას, სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიზარდა ორჯერ, ავტომობილების წარმოება კი გაიზარდა 29 ჯერ. ამ ხუთწლედის წყალობით ქვეყანა აგრარულიდან ინდუსტრიარულად გადაიქცა. კაპიტალისტურ ქვეყნებში დიდი დეპრესიის დროს საბჭოთა კავშირი გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში.დიდი დეპრესიის წლები დაემთხვა პირველ ხუთწლედს.


3) გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში

ვერავინ ვერ უარყოფს, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა სტალინის საბჭოთა კავშირმა.

იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირი პირველ წლებში სასტიკ მარცხს განიცდიდა, საბჭოთა ჯარმა მაინც მოახერხა მტრის შეტევის მოგერიება და გადავიდა მასშტაბურ კონტრშეტევაზე და გერმანიისგან ნახევარი ევროპის განთავისუფლებაც შეძლო.

მეორე მსოფლიო ომის მოგება შესაძლებელი გახდა ინდუსტრიალიზაციის წყალობით. წარმატებული ინდუსტრიალიზაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა შეძლო შეტევის გადატანა და ჯარების შეიარაღება, რომ არა ინდუსტრიალიზაცია ქვეყნის მთავარი ქალაქების დაცემის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელი გახდებოდა.


4) სოციალური დახმარება

სოციალური დახმარება პირველად დაინიშნა სტალინის დროს, არც რუსეთის იმპერიაში და არც სტალინამდელ სსრკში ასეთი არმ არ არსებობდა.

გაჩნდა უამრავი სახის კომპენსაციები, მაგალითად მუშაობისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეს უხდიდნენ დახმარებას. ასევე განვითარებული იყო უმუშევრების მასიური დასაქმება. ქვეყანაში გაჩნდა უფასო მედიცინა, განათლება, კულტურული ცენტრები და ასე შემდეგ. ომის შემდეგ სოციალური პროგრამები უფრო გაძლიერდა უსახლკაროებს ასახლებდნენ კორპუსებში.


5) ატომური ბომბის შექმნა

ატომური ბომბის შექმნა არის სადავო საკითხი, მაგრამ ატომური ბომბი გახდა მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, რომელის წყალობითაც არ დაიწყო ფართომაშტაიანი ომი.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ფლობდა ატომურ ბომბს იყო აშშ, მაგრამ სსრკში ასევე მიდიოდა ატომური ბომბის დამზადების პროცესი. 1949 წელს სსრკმ დაამზადა პირველი ატომური იარაღი რამაც სსრკს მისცა გარანტია, რომ დასავლეთის ქვეყნები არ შეიჭრებოდნენ სსრკში.

ატომური იარაღის გარდა ატომი გამოიყენებოდა ელექტროენერგიის მჯოსაპოვებლად 1951 წელს საბჭთა კავშირში გაიხსნა პირველი ატომური ელექტროსადგური.




უარყოფითი მხარეები



1) რეპრესიები

რეპრესიები და გულაგი არის სტალინის ყველაზე ცუდი მხარე და იმის მიზეზი თუ რატომ თვლის ხალხი მის მმართველობას სისხლიან ეპოქად.

რეპრესიები სტალინის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო და ხდებოდა მთელი მისი მმართველობის განმავლობაში 20 იანი წლებიდან 1953 წლამდე. სტალინის რეპრესიებმა იმსხვერპლეს უამრავი ადამიანი მეცნიერები ჯერ კიდევ დაობენ ამ საკითხზე მიახლოებითი რიცხვია 10 დან 35 მილიონამდე. ესეთი მაშტაბებს მიაღწია სტალინის 31 წლიანი მმართველობის პერიოდში.

მოქალაქე რეპრესიების მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო უბრალო ეჭვის გამო ან შურიანი მეზობლის წერილის გამო. ხალხი მილიონობით იგზავნებოდა გადასახლებაში ან იცხრილებოდა სასამართლოს გარეშე. სტალინის რეპრესიები არ იწაყლებდა არავის მოსახლეობის ნებისმიერი ფენა და ეთნოსი ზარალდებოდა. გლეხები იღუპებოდნენ მასობრივი შიმშილობის დროს, ზოგიერთი ხალხი დაადეპორტეს ციმბირში, ინტელიგენცია ემსხვერპლა მასობრივ დაცხრილვებს.

მეორე მსოფლიო იმის დროს აქტუალური გახდა სამშობლოს ღალატისვის ბრალის წაყენება.


2) კოლექტივიზაცია

, სოფლებში გლეხებს წაართვეს მიწები.

კოლექტივიზაციის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხდებოდა ძალის გამოყენებით და გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება გლეხებს, რომლები მუშაობდნენ სხვის მიწაზე არ ჰქონდათ არანაირი მოტივაცია, რის გამოც ეფექტიურობამ დაიკლო. ასევე კოლექტივიზაციის დროს შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც პატარა მოპარვაზეც კი მოქალაქე ისჯებოდა 10 წლიანი გადასახლებით.


3) რასიზმი და დეპორტაციები

სტალინის მმართველობის შედეგაც სსრკს მრავალი ეთნიკური უმცირესობა დაზარალდა და მათი პოპულაცია შემცირდა.

ებრაელებს აბრალებდნენ ტროცკისტობას და ხვრიტავდნენ ან ასახლებდნენ ციმბირში. ანტი სემიტიზმის ზრდა სსრკში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ასევე რეზონანსული გამოდგა "ექიმების საქმე, " როდესაც ებრაელი ექიმები დახვრიტეს, ამის მიზეზი კი გახდა საბჭოელი ოფიცრების სიკვდილი, რაშიც ბრალი ებრაელ ექიმებს დასდეს.

დეპორტაციას ემსხვერპლა უამრავი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მათ დაბრალდათ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს ანტი საბჭოური კამპანიის წამოწყება. დეპორტაცია მიმდინარეობდა ძალის გამოყენებით. რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ.


4) პიროვნების კულტი

სტალინმა ქვეყანაში განათავსა საკუთარი პიროვნების კულტი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური XX საუკუნეში. სტალინის პიროვნება იყო აყვანილი ღვთაების დონეზე, მის სახელს არქმევდნენ ქალაქებს (მაგ, სტალინგრადი ახლანდელი ვოლგაგრადი), სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტებს, უდგამდნენ ძეგლებს.

სტალის მიეწერა უამრავი გმირობა, რაც ხალხის აზრით მან სამოქალაქო ომის დროს ჩაიდინა.


5) შეცდომები მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა განიცადა უდიდესი დანაკარგი.

სტალინის მიერ შემუშავებული ოპერაციების შედეგაც საბჭოთა არმიას ჰქონდა დიდი მსხვერპლი. რამოდენიმე ქალაქის მოსახლეობა სპეციალურად არ იქნა ევაკუირებული რამაც ასევე გამოიწვია დიდი მსხვერპლი.

11
1391
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჯაპან ნიუზ
ჯაპან ნიუზ
1391
  
2020, 22 ივლისი, 19:12
ძალიან არასწორი პროპაგანდისტული სტატიაა.

განათლება - არაფრის მომცემია წერა-კითხვის ცოდნა თუ იმის წაკითხვის უფლება არ გაქვს რაც გინდა. უნიფიცირებული განათლება არის ინსტრუმენტი მთავრობის ხელში მართოს მასები მათი ინდოქტრინაციის გზით. ანუ სკოლაში იმიტომ იყო სიარული სავალდებულო რომ კომუნისტური იდეალები ანუ ნაგავი ჩაედოთ თავში ახალგაზრდა თაობისთვის. ახლა ეგ პრობლემა გვაქვს როცა იდიოტებით და ნეოკომუნისტებით დაკომპლექტებული განათლების სამინისტრო გვიდგენს სკოლის პროგრამას.

ინდუსტრიალიცაზია - ხელოვნურად შექმნილი პროცესი რომელმაც მოითხოვა უზარმაზარი მსხვერპლი და საბოლოოდ მაინც „მილიონჯერ“ ჩამორჩა დასავლეთს სტალინი. ამის თუნდაც ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ არაპროპორციულად დიდი იყო სამხედრო ბიუჯეტი და მანდაც არარაციონალურად იხარჯებოდა უამრავი ფული. უამრავი არშემდგარი და უშინაარსო სამხედრო პროექტი ჰქონდა საბჭოთა კავშირს რომელიც ბოლომდე ვერ მიიყვანა და დააკონსერვა.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მნიშნველოვანწილად არის ამერიკის დამსახურება. რომ არა ლენდლიზის პროგრამა, საბჭოთა კავშირი ვერ მოიგებდა ომს. ლენდლიზის პროგრამის ფარგლებში საბჭოთა კავშირმა ამერიკისგან მიიღო 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ტყვიაწამალი, იარაღი, საბრძოლო ტექნიკა (რუსების ტანკების 1/3 ამერიკული იყო), ქარხნები ჩაიტანა საბჭოთა კავშირში ამერიკამ და ააწყო. და ამ ქარხნებში გამოუშვეს დანარჩენი რუსული ტანკები.
2019, 3 მარტი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 მარტი, 15:15
სიღრმისეულად რო იცოდე სტალინს არ გააპრავებდი :D
2019, 2 მარტი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 მარტი, 19:18
გადახედილი მაქვს ისტორიას ძალიან კარგად. ვინ თქვა, რომ ჩეჩნების გადასახლებაზე განვიცდი უბრალოდ ფაქტი დავასახელე მარტო ჩეჩნებზე არ არის საბარი ეგ უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე.
2019, 2 მარტი, 18:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ჯაპან ნიუზ-ის კომენტარზე
2019, 2 მარტი, 11:25
სხვა ვის სად ასახლებდა რა მნიშვნელობა აქვს აქ სტალინზეა ლაპარაკი და ჩეჩნები რო დეზერტირობდნენ მთელი ჩეჩენი ხალხი უნდა გადაესახლებინა მაგის გამო ? გადასახლების დროს იღუპებოდნენ ქალები და ბავშვები
2019, 2 მარტი, 7:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ჯაპან ნიუზ-ის კომენტარზე
2019, 1 მარტი, 18:25
ექიმების საქმეზე რას იტყვი ? ებრაელებს ბრალი ედებოდათ ამერიკასთან თანამშრომლობაში რათქმაუნდა ყველას არა მაგრამ ეგეც ანტისემიტიზმად ითვლება
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10