მსოფლიო იტალიამ შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს 2019, 28 თებერვალი, 19:54 "ევროპას სჭირდება იტალია და იტალიას სჭირდება ევროპა" განაცხადა ევროკმისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ბრიტანეთის შემდეგ ევროკავშირიდან გამოსვლის მთავარი კანდიდატი იტალიაა, მისი გამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ევროკავშირიდან გამოსვლების ტალღა.
იტალია უკმაყოფილო რჩება ევროკავშირის პოლიტიკით, ზოგიერთი პოლიტიკოსი იტალიის ევროკავშირიდან უახლოეს მომავალში გამოსვლასაც აანონსებენ. ამას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი: 1. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა. ბრიტანეთის გამოსვლამ ევროკავშირი შეასუსტა, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი არ იყენებდა მთელ თავის პოტენციალს ევროპის ფონდების დასახმარებლად ბრიტანეთი მაინც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი გახლდათ. ბრიტანეთს გამოსვლის შემდეგ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ნიდერლანდები და იტალია დიდი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრათ, რამაც გამოიწვია უკმაყოფილებია იტალიის მხრიდან რადგან ეს ეწინააღმდეგება იტალიის სამომავლო გეგმას რაც ითვალისწინებს იტალიის მშპს წლიურად 2.5% ით ზრდას. 2. "ევროპის ფონდის" შექმნა. "ევროპის ფონდის" დამფინანსებლები გახდებიან ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ "ევროპის ბირთვს" საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია და იტალია. "ევროპის ფონდი" დაეხმარება ევროპის ქვეყნებს მიგრანტების ნაკადთან გამკლავებაში. კანონპროექტი "ევროპისს ფონდის" შესახებ ფუნქციონირებას დაიწყებს 2021 წლიდან იტალიური მხარე უარს აცხადებს ევროპის ფონდის დაფინანსებაზე და ასევე იმ მიგრანტების რაოდენობის შემცირებაზე, რომლებიც "იტალიისთვის" არის გამოყოფილი. 3. იტალიაში რადიკალური პარტიების პოპულარულობის ზრდა. იტალიაში პოპულარულობას იძენს რადიკალური პარტიები როგორებიცაა "თავისუფალი იტალია, " "მწვანე მემარცხენეები" და აშ. იტალიის ქუჩებში ტარდება აქციები და დემონსტრაციები იმიგრაციის წინააღმდეგ, იტალიური ოპოზიცია უკმაყოფილოა ევროკავშირის პოლიტიკით, ასევე არსებობს სეპარატიზმის პრობლემა სიცილიისა და ვენეციის მხარეებში რაც ასევე გამოწვეულია ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკით. 174 1-ს მოსწონს
|