x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რამ გამოიწვია ინტელექტუალური კოლაფსი ისლამურ სამყაროში?
რამ გამოიწვია ინტელექტუალური კოლაფსი ისლამურ სამყაროში?


ნილ დეგრას ტაისონი დიდი ამერიკელი განმანათლებელია ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობით, რომელიც ბრონქსზე გაიზარდა და მიუხედავად ამ უბნის აბსოლუტურად განსხვავებული, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მეცნიერებისგან სრულიად შორს მდგომი გარემოსი, ის ამერიკაში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად და მეცნიერების პოპულარიზატორად იქცა. მან ერთ-ერთ თავის ლექციაში ისაუბრა იმ თემაზე, თუ მაინც რამ გამოიწვია ინტელექტუალური კოლაფსი ისლამურ სამყაროში, რისი მოწმენიც უდავოდ ყველანი დიდი ხანია, ვართ. გთავაზობთ ნილ ტაისონის ქვემდებარე ლექციის მიხედვით დაწერილ ტექსტს და არა მის პირდაპირ თარგმანს.


ნილ დიგრას ტაისონი


ისლამის შექმნის შემდეგ, 622 წლის შემდეგ, რაც მუჰამედს მოუწია ჰიჯრა ანუ გადასახლება ქალაქ მექადან, ქალაქ მედინაში, სისხლითა და მახვილით შეიქმნა ახალი იმპერია - ისლამური ხალიფატი, დედაქალაქით ბაღდადი და ამ იმპერიამ 1924 წლამდე გასტანა, სანამ ათა-თურქის მიერ არ იქნა დანგრეული. თუმცა ეს იმპერია შეიქმნა ისლამით განპირობებული ძალადობისა და მრავალასეული ბრძოლისა და ომის წყალობით, ის შედარებით დამშვიდდა წარმოქმნიდან რამდენიმე ათწლეულში. გაიარა რელიგიურმა ეიფორიამ არაბულ საზოგადოებაში, უმეტესწილად კი მის ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ რეგიონებში. იმპერიის განვრცობასთან ერთად არაბებს ჰქონდათ შეხება სხვადასხვა ხალხებთან, უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებულ და საკმაოდ მდიდარ კულტურებთან და ცივილიზაციებთან. ამან განაპირობა მეტი ცოდნის და განათლების მიღება, თვალსაწიერის გაფართოება. წიგნის კითხვის და ბიბლიოთეკების კულტურა კვლავ აღდგა, რაც უკვე ჩამკვდარი იყო ინკვიზიციურ ევროპაში ქრისტიანობის შავ-ბნელი ბატონობის პერიოდში. ასეთმა კითხვისა და განათლების კულტურამ გამოიწვია შეგნების დონის ზრდა. ამან კი განაპირობა მეცნიერების აღმავლობა და რელიგიური დიქტატის დაღმასვლა. ბევრი მოაზროვნე ხალიფატის იმპერიის მცხოვრები მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე სამეცნიერო, ყველაზე განათლებული ფენის ცხოვრებაშიც. მათ დაიწყეს იმდროინდელი მსოფლიოს მიღწევების ათვისება და სრულყოფა. მედიცინის, მათემატიკის, ფიზიკის განვითარებაში არაბებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ქალაქი ბაღდადი იქცა მსოფლიო განათლების, კულტურისა და მეცნიერების ცენტრად, სადაც იკრიბებოდა მთელი იმდროინდელი მსოფლიოს ცოდნა. მრავალეროვანი მოსახლეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან, სხვადასხვა რწმენის ხალხი, ბევრი ურწმუნოც, ბევრი ფილოსოფოსიც და სწავლულიც ამ სუპერკოსმოპოლიტურ ქალაქში ჩამოდიოდა, რათა მაშინდელი, რელიგიურ სიბნელეში ჩაძირული ევროპისგან გამოქცეულიყო და ცივილიზაციასა და ცოდნას ზიარებოდა შედარებით სეკულარულ ქალაქ ბაღდადში. ბაღდადი იყო ადგილი, სადაც ყოველ თავისუფალ აზრს მეტი გასაქანი ეძლეოდა, ვიდრე სადმე ევროპაში. კოსმოპოლიტური, სეკულარული და მეცნიერული კულტურის წარმოქმნამ განაპირობა არაბთა მიერ შექმნილიყო ალგებრა, ალგორითმი, მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ ინდური რიცხვები, რომელსაც ახლა არაბულ რიცხვებს ვუწოდებთ მათ მიერ ამ რიცხვთა გავრცელებაში და მათემატიკაში დანერგვაში შეტანილი დიდი წვლილის გამო. იმ პერიოდში მათემატიკაში, ინჟინერიაში, აგროკულტურაში, ნავიგაციაში წამყვანნი სწორედ არაბები იყვნენ მე-8 საუკუდან მე-12 საუკუნემდე და მერე ეს ყველაფერი უცებ დამთავრდა. მოდით, გავარკვიოთ რა მოხდა.



ძველი ბაღდადი


ისტორიკოსები უყურებენ ისტორიას უფრო როგორც ლიდერების, მეფეების, იმპერატორების, სამეფო ოჯახთა ინტრიგების, ომების და პოლიტიკოსების ამბებს. ისტორიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ არაბული კულტურის ასეთი აღმავლობა დამთავრდა იმის გამო, რომ მონღოლებმა დაანგრიეს ქალაქი ბაღდადი და ამიტომაც დასრულდა მეცნიერული განვითარება ხალიფატისო, თუმცა მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო ამ კულტურაში მეცნიერების დაცემის მიზეზი, მოგვიანებით, როდესაც კვლავ მალევე აღორძინდა და ფეხზე დადგა არაბული საზოგადოება, ნახავდით ინოვაციურობის, თავისუფალი აზრის ფეხზე დადგომასაც ამ საზოგადოებაში, მაგრამ ასე არ მოხდა აღარასოდეს, დღემდე არ აღდგენილა არაბულ ხალხებში ის დონე თავისუფალი აზრის და მეცნიერული კულტურისა, რაც ხალიფატის ოქროს ხანაში, პირველ 300 წელიწადში ხდებოდა მე-8-დან მე-12 საუკუნემდე.


რეალურად აი რაშია საქმე, კულტურის დაცემა არაბულ ხალხებში და შემდგომ საერთოდ ისლამურ საზოგადოებებში გამოიწვია იმ უკიდურესად ნეგატიურმა მოვლენამ, რასაც არაბულ სამყაროში მე-11 საუკუნის ბოლოს მუსლიმი იმამის - ჰამიდ ალ ღაზალის (1058-1111) გამოჩენა ერქვა.


ჰამიდ ალ ღაზალი


ისლამის მისეული განმარტება საყოველთაოდ იქნა აღიარებული და დომინანტურად იქცა. ისლამის მისეული ინტერპრეტაცია შეიცავდა ამგვარ აზრსაც: "რიცხვებით მანიპულირება ეშმაკის საქმიანობაა". ამ იდეამ თავიდან ბოლომდე ძირი გამოუთხარა ზუსტ მეცნიერებას, წირვა გამოუყვანა მათემატიკას და მაშასადამე რაიმე დიდი სამეცნიერო პროგრესის იმედიც საბოლოოდ დაასამარა ისლამურ საზოგადოებაში. მათემატიკა ხომ ენაა სამყაროსი, მის გარეშე მეცნიერული წინსვლა შეუძლებელია.


წინა საუკუნეებში ებრაელთა მიერ ძალიან მკაცრად, თითქმის იგივენაირი ფუნდამენტალიზმით ხდებოდა ებრაული წმინდა წიგნების შესწავლა, როგორც ახლა ისლამი აკეთებს. იგივენაირად უმკაცრესად იცავდნენ ებრაელები ყველანაირ რელიგიურ წესებს, რომელთაც აზრიანობასთან, საჭიროებასთან და ლოგიკასთან არ ჰქონდათ ბევრი საერთო. ახლაც კი ზოგიერთი ებრაელი იგივეს აგრძელებს, მაგალითად იერუსალიმში შაბათობით წყდება მანქანების მოძრაობა. არის უამრავი რელიგიური ებრაელი, რომელიც არანაკლებ ამაზრზენ კანონებს მისდევს, ვიდრე ისლამი ან ქრისტიანობა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფო მაინც სეკულარულია, ხოლო უამრავი ებრაელი ათეისტია, აგნოსტიკოსი, დეისტი ან სხვადასხვა რწმენას ატარებს, აზროვნებს თავისუფლად და ქმნის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში.


ნილ დეგრას ტაისონი


ევროპის და ამერიკის ქვეყნებში მცხოვრები ებრაული თემისთვის სეკულარული კულტურის რეალურად შეთვისება დაიწყო მე-20 საუკუნეში. მათს კულკტურაში უფრო და უფრო დიდი დოზებით მოიკიდა ფეხი განმანათლებლობამ. ინტეგრირდნენ დასავლურ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად, მკვეთრად დაიკლო მათში რელიგიურობამ, ფუნდამენტალიზმმა და მალევე აუღეს ალღო ტექნოლოგიურ, სამეცნიერო, ფილოსოფიურ წინსვლას და საბოლოოდ ლომის წვლილიც შეიტანეს მათ განვითარებაში. 2015 წლის მონაცემებით კი გვქონდა ასეთი შედეგი. ებრაელები არიან ნობელის პრემიის ლაურეატთა დაახლოებით 25%, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ნობელიანტი - ებრაელია.


ბიომედიცინა - 49/196

ქიმია - 28/158

ფიზიკა - 45/189

ეკონომიკა - 28/66


მთლიანობაში 609 ნობელიანტიდან 150 ებრაელია, 1901 წლიდან, როდესაც დაიწყო ნობელის პრემიების გაცემა, 2015 წლამდე. აი, ასეთი შედეგი მოიტანა ებრაულ საზოგადოებაში რელიგიური ფუნდამენტალიზმის დაღმასვლამ და მეცნიერების და სეკულარული კულტურის აღმავლობამ. თანაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსოფლიოში მაქსიმუმ 15 მილიონი ებრაელია. ეს კი იგივენაირი სიაა, ოღონდ ამჯერად მუსლიმების შესახებ 2015 წლის მონაცემებით:


ბიომედიცინა - 0/196

ქიმია - 1/158

ფიზიკა - 1/189

ეკონომიკა - 1/66


სულ 3 მუსლიმი ნობელიანტი 1901 წლიდან 2015 წლამდე. ანუ 609 ნობელიანტის 0, 50%. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მუსლიმთა რაოდენობა დღესდღეობით პლანეტაზე არის დაახლოებით 1.8 მილიარდი. ეს რიცხვებია მეგობრებო. რიცხვები არასდროს იტყუებიან. და ჩნდება რიტორიკული კითხვა: ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს, ისლამის ინტელექტუალურ კოლაფსს? როგორც ნილ ტაისონი იტყოდა - მე მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, იმაზე თუ რამხელა ინტელექტუალური რესურსი და ბწყინვალე გონებები დაკარგა კაცობრიობამ ბოლო 10 საუკუნის განმავლობაში. რამდენი გენიოსი შეიძლებოდა გამოჩენილიყო იმ ერებში, სადაც ისლამია გავრცელებული და რელიგიური აღზრდის გამო უსახელოდ გაქრნენ და ვერ გამოავლინეს თავიანთი უდიდესი ტალანტი, რომელიც უჭველად ექნებოდათ. ვინმემ არ იფიქროს, თითქოს არაბები გენეტიკურად ვინმეზე ნაკლებები იყვნენ. არაბებიც და ებრაელებიც ორივენი ერთი ძირის ხალხია, ორივენი კავკასოიდური რასის სემიტური ქვეტიპი არიან. მათი პოტენციალი და შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია. განსხვავება მხოლოდ კულტურაშია. ებრაელებს მეცნიერული, სეკულარული კულტურა აქვთ, არაბებს კი მკვეთრად რელიგიური. თანაც ისლამი, რომელიც საერთოდ არაა მოდერნიზებული და ისედაც გამოირჩევა საკმაოდ მკაცრი კანონებით, რითაც უდავოდ აფერხებს მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. იესო ქრისტეს გამონათქვამები აპოკრიფული სახარებებიდან

2. რიჩარდ დოკინსის გამონათქვამები და მოსაზრებები

3. ცნობილი მსახიობების მოსაზრებები რელიგიის შესახებ

4. ცნობილი ადამიანების მოსაზრებები რელიგიის შესახებ

5. ცნობილი ქართველები რელიგიის შესახებ

6. ისლამი და ყურანი

7. რელიგიური ებრაელების არაეთიკური მოსაზრებანი გოების შესახებ

8. დონალდ ტრამპის ლექსი მიგრანტებზე

9. მირონდენა ხატებიდან - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

10. ბრაჰმანიზმი - უძველესი ინდური რელიგია, რომელმაც სათავე დაუდო ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს

11. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათეს სახარების შესახებ

12. რას მოგვითხრობს მარკოზის სახარება

13. კრიშნა და იესო

14. როდის და ვის მიერ დაიწერა ლუკას სახარება?

15. გერთ ვაილდერსი - ანტიისლამისტი ჰოლანდიელი პოლიტიკოსი

16. როგორი დამოკიდებულება აქვს ისლამს ქრისტიანების და ებრაელების მიმართ?

17. როდის და ვის მიერ დაიწერა იოანეს სახარება?

18. როდის და ვის მიერ დაიწერა ბიბლია?

19. მუსტაფა ქემალ ათა თურქი - დიდი ანტიისლამისტი

20. სატანიზმი - ლუციფერის ეკლესია

21. მუჰამედის მიერ გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლები

22. ქალთა წინდაცვეთა ისლამში

23. ლეო ტაქსილის "სახალისო ბიბლიის" ქართული შესავალი

24. მუჰამედი - ისლამის ფუძემდებელი

25. ისლამური შარიათი

26. პედოფილიის გლობალური პრობლემა ისლამურ სამყაროში

27. დემონით შეპყრობილობა და ეგზორციზმი

28. ძველი ტექსტი, რომელიც აღწერს იესოს, როგორც გარეგნობის შეცვლის უნარის მქონეს

29. ისლამის 1400 შოკისმომგვრელი წელი

30. წარღვნა - რეალურად მოხდა თუ არა ის?

31. ომარ ხაიამი - დიდი სპარსი ათეისტი

32. კრიტიკის და კამათის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისთვის

33. წარმოიდგინე სამყარო რელიგიის გარეშე

34. შეცდომები ყურანში

35. შეცდომები ყურანში

36. ისლამი და პედოფილია

37. ალაჰი - მთვარის წარმართული ღმერთის სახელი

38. ისლამი - მშვიდობის რელიგია?

39. ზღაპრები და ფენტეზი ისლამში

40. ქალთა დისკრიმინაცია ისლამში




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
436
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0