განათლება როცა სიბრაზე მოგაწვება, აიღე ერთი ლურსმანი და... - აღმოსავლური იგავი (+ვიდეო) 2019, 26 თებერვალი, 11:06
იყო ერთი ფიცხი და თავშეუკავებელი ბიჭი. ერთხელ მამამ ლურსმნებით სავსე ტომარა მისცა და უთხრა:
- ყოველთვის, როცა სიბრაზე მოგაწვება. აიღე ერთი ლურსმანი და აი, ამ ხის ღობეში ჩაარჭვე.
პირველი დღის ბოლოს ღობეში უკვე რამდენიმე ათეული ლურსმანი იყო ჩარჭობილი.
ბიჭმა თანდათან ისწავლა სიბრაზის შეკავება და ლურსმნებიც სულ უფრო ნაკლები ემატებოდა ღობეს. ბიჭი მიხვდა, რომ უფრო ადვილია აკონტროლო საკუთარი ტემპერამენტი, ვიდრე ლურსმნები არჭო ხის მაგარ ფიცრებში. ბოლოს დადგა დღე, როცა ბიჭმა არც ერთხელ არ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. გახარებულმა ამის შესახებ მამას უამბო. მაშინ მამამ ახალი დავალება მისცა: - ყოველთვის, როცა საკუთარი სიფიცხის გაკონტროლებას და სიბრაზის შეკავებას შეძლებ, შენი ჩაჭედებული ლურსმნებიდან თითო ამოაძვრე. გადიოდა ხანი. და აი, დადგა დღე, როცა ბიჭმა სიხარულით ამცნო მამას, რომ ღობეზე არც ერთი ლურსმანი აღარ დარჩა. მაშინ მამამ შვილს ხელი მოჰკიდა და ღობესთან მიიყვანა: - შვილო, შენ კარგად გაართვი თავი დავალებას, მაგრამ ხედავ ლურსმნებისგან რამდენი ნახვრეტი დარჩა ამ ღობეზე? ის ვეღარასოდეს გახდება ისეთი, როგორიც ძველად იყო. ცხოვრებაც ასეა, როცა ადამიანს რაიმე ცუდს ეტყვი, მის გულში ისეთივე იარა რჩება, როგორიც ამ ღობეზეა. და მნიშვნელობა არა აქვს ამის შემდეგ რამდენჯერ მოუბოდიშებ - იარა მაინც დარჩება... მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს... ასევე დაგაინტერესებთ: 1. გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ასობით ადამიანი გადაარჩინა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა 2. ავარიაში დაღუპული გოგონას სიტყვები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა 3. როგორ დაიცვა პეპელამ ტანკი - უცნობი ისტორია სტალინზე 4. ტესტი: არის თუ არა მოცემული ფრაზა "ვეფხისტყაოსანში"? 5. "სტოკჰოლმის სინდრომი" - სკანდალური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა 6. "მსხვრევადი საჩუქრები" - იგავი, რომელიც მთავარზე დაგაფიქრებთ 7. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ - დააკვირდით! 337 4-ს მოსწონს
|