x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დავით მარტიაშვილი: კოლომოისკის ჯამბაზი ვლადიმერ ზელენსკი სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს!

დავით მარტიაშვილი: კოლომოისკის ჯამბაზი ვლადიმერ ზელენსკი სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს!

image

საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ყოფილი მებრძოლი, ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი სენსაციურ განცხადებას აკეთებს - სააკაშვილი ერთდროულად უკრაინასა და საქართველოში ძალაუფლების ხელში ასაღებად ემზადება:


- უკრაინაში დიდი არეულობა და სისხლისღვრა მწიფდება. მიმდინარე წლის 31 მარტს ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკვე ორ ათეულზე მეტი კანდიდატი გამოიკვეთა, მაგრამ რეალურად, შანსი მხოლოდ სამს მათგანს - უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და კომიკოს მსახიობ ვლადიმერ ზელენსკის გააჩნიათ. ზელენსკი ამჟამად რეიტინგით პირველ ადგილზეა და პეტრო პოროშენკოს უსწრებს.


- ვინ არის ვლადიმერ ზელენსკი და საიდან გაჩნდა უკრაინის პოლიტიკურ ასპარეზზე?


- ვლადიმერ ზელენსკი კომედიური ჟანრის მსახიობია. ხალხში მას მილიარდერ იგორ კოლომოისკის პირადი ჯამბაზ მსახიობად მოიხსენიებენ. უკრაინაში უკვე 4 წელია სერიალი "ხალხის მსახური"გადის, სადაც ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებს. 31 დეკემბერს, როცა ყველა ნაციონალურ არხს პრეზიდენტის მილოცვა უნდა გადმოეცა, კოლომოისკის არხმა "1+1" პირდაპირ ეთერში ვლადიმერ ზელენსკი ჩართო, რომელმაც უკრაინელებს ახალი წელი მიულოცა და ამცნო, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს - ასე შემოიყვანეს ზელენსკი პოლიტიკურ თამაშში.


შარშან ზაფხულში, პოლონეთში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ იგორ კოლომოისკი, მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტიმოშენკოს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, ხოლო სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ტიმოშენკო უკრაინის ხალხისთვის ბოლომდე მისაღები ფიგურა ვერ იქნება და სესაძლოა, ამჟამინდელ პრეზიდენტს არჩევნების დროს მნიშვნელოვანი კონკურენცია ვერ გაუწიოს... ამიტომ, თამაშში ვლდაიმერ ზელენსკი "ტექნიკური კანდიდატის" ამპლუაში შემოიყვანეს, რომელსაც თავიდან დაუსახეს ამოცანა, აეკრიფა რეიტინგი, ხმები გაეყო და შემდეგ პოროშენკოს ოპოზიციური ელექტორატი ტიმოშენკოს სასარგებლოს გაეერთიანებინა. ზელენსკიმ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა - ამჟამად, უკრაინაში რეიტინგების კვლევები და დასავლური კომპანიების მონაცემები აჩვენებს, რომ მან ტიმოშენკოსაც გადაუსწრო და პოროშენკოსაც. 18-30 წლის ახალგაზრდული ელექტორატი ისე მიეჩვია სერიალებს, რომ ზელენსკის უკვე პრეზიდენტად აღიქვამს, მიუხედავად მისი პრორუსული გამოხტომებისა, რომ საჭიროების შემთხვევაში პუტინს დაუჩოქებს, ხოლო კადიროვს უკრაინელი ხალხის სახელით ბოდიში უკვე მოუხადა. როგორც მოგახსენეთ, 18-დან 30 წლამდე ელექტორატისთვის ზელენსკია მისაღები; 30-დან 50 წლამდე მოსახლეობა, რომლის უმრავლესობა რუსეთთან ომშია ჩართული - მოქმედ პრეზიდენტსა და მთავარსარდალ პოროშენკოს უჭერს მხარს, ხოლო 50-დან ზემოთ ასაკის მოსახლეობა ტიმოშენკოს ემხრობა. ასეთია კვლევების შედეგები, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ზელინსკი და ტიმოშენკო ერთად - პოროშენკოს ცალსახად უგებენ!


- ზელენსკის რაიმე პოლიტიკური პლატფორმა გააჩნია?

როგორ აპირებს იგი თავისი გუნდის დაკომპლექტებას?


- ზელენსკიმ 25 თებერვალს ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილი უბოძებს. მართლაც, იმის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში ტიმოშენკო გაიმარჯვებს თუ ზელინსკი, პრემიერ-მინისტრის პოსტი სააკაშვილისთვის არის დაბევებული!


- ზელინსკის არჩევა რას მოუტანს უკრაინას?


- პირველ რიგში, ახალ დესტაბილიზაციას! მაგალითად, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, თუ წელს ევროვიზიის კონკურსზე უკრაინას რომელი კონკურსანტი წარადგენს - ჯგუფი "მარუვ, " რომლის სოლისტი სეპარატისტების ფავორიტია. ეს აჩვენებს, რომ უკრაინელი ელექტორატი პატრიოტულ მუხტს უსწრაფესად კარგავს, რაც, თავის მხრივ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს კრახის მაუწყებელია. უკრაინელი ელექტორატი აშკარად, რუსული პროპაგანდის ქვეშ მოექცა! თუ ზელენსკის პრეზიდენტად აირჩევენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია გარდაუვალია. რუსეთ-უკრაინის ომში ჩაბმული უკრაინელი პატრიოტები მტკიცედ ამბობენ, რომ ზელინსკის ან ტიმოშენკოს გამარჯვებას ისინი არ დაუშვებენ და იარაღით ხელში დაუპირისპირდებიან, რადგანაც ორთავეს გამარჯვებას პუტინის გამარჯვებად აღიქვამენ. მაგრამ იმავე დროს, უკრაინელი პატრიოტები დაბნეულობაში არიან და მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია, რომელმაც "კორუფციის უფსკრულში ჩაჩეხილი საქართველო იხსნა." ეს ხალხი პოროშენკოს იმის გამო ემდურის, სააკაშვილი უკრაინიდან რომ გააძევა და პოროშენკო-სააკაშვილის დაპირისპირებაში ყოყმანობენ, ვის დაუჭირონ მხარი. იმ ფონზე, როცა სააკაშვილს პრემიერად უპირობოდ ასახელებს ორი მხარე, მაძლევს საფუძველს, განვაცხადო, რომ პუტინი მზად არის უკრაინაში სერიოზული დესტაბილიზაციის შესაქმნელად, რაც მასშტაბური ინტერვენციისთვის ხელ-ფეხს გაუხსნის. შარშან მთელი წლის განმავლობაში, რუსეთმა მოასწრო უკრაინის საზღვრებთან 120 ათასიანი კონტინგენტის მოგროვება და საბრძოლო მწყობრად განლაგება, რაც ასევე მიანიშნებს, რომ კრემლი ომისთვის ემზადება.


- კი მაგრამ, რანაირად შეიძლება, საქართველოში ძებნილი სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდეს? ამას დაუშვებს დასავლეთი?


- ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, დასავლეთზე აღარაფერი იქნება დამოკიდებული, უკრაინაში წესრიგის დამამყარებლის ფუნქციას რუსეთი წაართმევს დასავლეთს და საქართველოს ფაქტობრივი მმართველიც, იძულებული გახდება, ამ ახალ წესრიგს დაემორჩილოს. სააკაშვილს, ალბათ, საქართველოში პასუხისმგებლობას მოუხსნიან, რაც ხელ-ფეხს იურიდიულად გაუხსნის უკრაინის პრემიერის პოსტის დასაკავებლად. თუ ასე მოხდება, საქართველოში ძალაუფლებას აუცილებლად ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის კლანი დაიბრუნებს. წამყვან პოსტებს ისედაც ნაცები, ან პორტიერებული ნაცები იკავებენ. სააკაშვილი რომ ძებნილია, მსოფლიომ შეიძლება ამ ფაქტს საერთოდ წაუყრუოს, რადგან ფსონები იმდენად მაღალია, საქართველოს მსგავს ქვეყნებს ანგარიშს არავინ გაუწევს.

image

ესაუბრა ზაზა დავითაია

1
448
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა.დავითაია
ზაზა.დავითაია
448
  
2019, 26 თებერვალი, 3:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1