საზოგადოება ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი ბიძინას თოჯინებია? - ირაკლი ჯანყარაშვილი 2019, 25 თებერვალი, 22:51 " პატრიოტთა ალიანსი ქუჩაში გადის და პერმანენტულ აქციებს აანონსებს, მოკლედ, როგორც ბატონი დავითი ამბობს აქციების მოთხოვნები, არა მხოლოდ მურუსიძის თანამდებობის დატოვება იქნება, არამედ, მოთხოვნების სია გაიზრდება და მათში მოქალაქეების სოცილურ მდგომარეობაზეც იქნება ყურადღება გამახვილებული, --- ეხლა საინტერესო ის არის, რომ მართლა ღელავს კი ქალბატონი ირმა და ბატონი დავითი ჩვენს მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, თუ უბრალოდ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც მურუსიძე ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ აი, სოციალური მდგომარეობა კი ნამდვილად აწუხებს, იქნებ, ამ მიმართვით ამ ხალხზე გააკეთა აქცენტი? მე არც ინტრიგანი ვარ და მითუმეტეს ძალზედ საჭირო აქციის, ან მათიი ლიდერების დისკრედიტირებას არ ვცდილობ, მითუმეტს, რომ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება მაქვს მათთან, უბრალოდ, ვიკითხოთ რა ტიპის აქციიააა? მურუსიძე გადავაგდოთ? ბიძინამ რომ სპეციალურად შეუკვეთა მისი თანამდებობაზე დასმა ოცნების ახალგაზრდულ ნაკრებს, ვითომ განხეთქილების მოსატანად და ბესელიას თავისი შესანიშნავი ექვსეულით გუნდის დასატოვებლად, ??? მურუსიძის ზეობამდე და უფრო მეტიც პირველი ტურის შემდეგ განვაცხადე, ოცნების დაშლაზე, თან ზუსტად იმ ქრონოლოგიით, რომლითაც ეხლა მიმდინარეობს. იქნებ ბიძინას თოჯინებია? ქუჩაში გასვლას რომ მოგვიწოდებენ? და აქციის სათაურში სადღაც ბოლოს რომ ამატებენ მძიმე სოციალურ მდგომარეობასაც გავაპროტესტებთო. აქციის მსვლელობას და მიზანს მხოლოდ შემდეგ ნაირად ვხედავ, რითიც აქვს შანსი ქალბატონ ირმას და დავითს დაამსხვრიოს ყველანაირი სტრეოტიპი იმის შესახებ, რომ ისინი ივანიშვილისგან მართული ოპოზიციაა, აქციის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა უნდ იყოს: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები (შეცვლილი საარჩევნო კოდექსით რაც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს) მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლით არის შესაძლებელი სახელმწიფოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შეცვლა !! " - არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ბათუმის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჯანყარაშვილი 70 შეფასება არ არის
|