ასტროლოგია როგორი აღზრდა სჭირდება ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2019, 21 თებერვალი, 9:56 მშობლებს უყვართ ამის თქმა: „მამის ასლი“, „სულ დედას ჰგავს“ და ა.შ ნამდვილად ჰგავს თუ არა ბავშვისა და მშობლების ხასიათი?
სინამდვილეში, ძალიან ბევრ რამ ასტროლოგიური კუთხით უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე სისხლით კავშირით.
ჯიუტი და დამოუკიდებელი ვერძი
ეს ბავშვები ადრეული ასაკიდან დისციპლინას უნდა მიაჩვიოთ. მხოლოდ ასე შეძლებენ თავიანთი ნიჭის რეალიზებას. თუ მათ მიმართულებას არ მისცემთ, ენერგია შეიძლება სულ სხვა მიმართულებით მიმართოს. გაითვალისწინეთ ბავშვის მოთმინება: წინააღმდეგ შემთხვევაში ის ნებისმიერ საქმიანობას მიატოვებს, რომელიც არცთუ ისე ძალიან კარგად გამოსდის. სჯობს ბავშვი სპორტულ სექციაში შეიყვანოთ და მისი მიღწევების შექება არ დაგავიწყდეთ. ვერძს ეს სჭირდება. მზრუნველი და ერთგული კურო თქვენი ბავშვი ლიდერისთვის აუცილებელ ყველა თვისებას ფლობს. ის ზომიერად ჯიუტი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და პრაქტიკულია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი სანაცნობო წრის გაფართოება და არგუმენტებში გამარჯვება და არა „იმიტომ, რომ ასე ვთქვი და ასე იქნება“. მომხიბვლელი და კომუნიკაბელური ტყუპები პირველ რიგში, ასეთ ბავშვს ერთ საქმეზე კონცენტრირება და საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა ასწავლოთ. ამის გაკეთება საკმაოდ უჭირთ, რადგან ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებთ და ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადადის. გარდა ამისა, ტყუპები სწრაფად ენერგიაზე მოდის, ამიტომ მისთვის სასარგებლოა სპორტი სუფთა ჰაერზე და სახლის სიწყნარე და სიმშვიდე. მგრძნობიარე კირჩხიბი ზოგადად ამ ბავშვების რეპუტაცია დადებითია, მაგრამ მხარდაჭერა და წახალისება ძალიან სჭირდებათ. მშობლებმა მას არ უნდა უყვირონ, მასწავლებელმა უმიზეზოდ არ უნდა დასაჯოს, ხოლო მეგობრებმა გააბრაზონ და აწყენინონ (სამწუხაროდ, კირჩხიბი ამ ნეგატიურ მოგონებას მთელი ცხოვრება იმახსოვრებს). ეს ბავშვები მზრუნველობაში აღზარდეთ და ეცადეთ მათ გაუგოთ. ეგოცენტრული ლომი ლომს ლიდერისთვის აუცილებელი ყველა თვისება აქვს, მაგრამ თუ მათ არ აღზრდით, ნამდვილი ტირანი და ეგოისტი გაიზრდება. მას სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება უნდა ასწავლოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ დიდებული ადამიანების ბიოგრაფიები წაუკითხოთ. ლომი აუცილებლად გადაწყვეტს, რომ მათზე უარესი არაა და ეცდება, გმირის მსგავსად იცხოვრობს. შინაურ ცხოველზე ზრუნვა დისციპლინას განუვითარებს. დისციპლინირებული და გამჭრიახი ქალწული ამ ბავშვებს უყვარს დეტალიზაცია და ყველაფრის დაკონკრეტება. თუ მისი ქცევით უკმაყოფილო ხართ, არ უყვიროთ, არამედ აუხსენით, თუ კონკრეტულად რა არ მოგწონთ. თუ ბავშვი ერთ საქმეზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს, კონკრეტული მიზანი დაუსახეთ. (მაგ., ვიოლონოზე დაკვრის სწავლა). ეს ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან: ჩვეულებრივ კარგად სწავლობენ ან შემოქმედებით წარმატებას აღწევენ. მომხიბვლელი და აღზრდილი სასწორი ეს ბავშვი ძალიან შრომისმოყვარეა და დასვენება არ იცის, ამიტომ მას შესვენების გაკეთება ასწავლეთ. გარდა ამისა, ძალიან კომუნიკაბელურია და თანატოლებთან მისი ურთიერთობა არ უნდა შეზღუდოთ. საშინაო დავალებების შესრულებაში დაეხმარეთ, მათი გართობით დაინტერესდით და სახლში ჰარმონია შეინარჩუნეთ: სასწორი ვერ იტანს ჩხუბს, შეურაცხყოფას და უწესრიგობას. შეუპოვარი და ცნობისმოყვარე მორიელი მორიელს ყველაფერი საიდუმლო და უცნობი უყვარს, ამიტომ მეცნიერებით აქტიურად ინტერესდება. რაიმეთი მისი დაინტერესება საკმაოდ მარტივია: საკმარისია აუხსნათ, რომ ეს შთამბეჭდავი და საინტერესოა. თუ რამე გულში ჩაუვა, ამას მთელ გულს უძღვნის, რადგან საკუთარ მისწრაფებაში შეუპოვარია. ზრუნვა უყვარს, მაგრამ მინიმალურ სიმკაცრეს გვერდს ვერ აუვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ ბავშვი შურისმაძიებელი, აგრესიული და მოუსვენარი გაიზრდება. თავისუფლების მოყვარე და მეგობრული მშვილდოსანი იმ ფაქტის აღიარება მოგიწევთ, რომ ბავშვი ძალიან აქტიურია. მისთვის ბარიერი არ არსებობს, ურთიერთობა და ხალხი უყვარს. გარდა ამისა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ის დამოუკიდებელია. მუდმივი ზრუნვა აღიზიანებს. გარეთ ბევრ დროს გაატარებს და იშვიათად დაგირეკავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ. მისთვის მეგობარი იყავით და არა მკაცრი მშობელი, მაშინ თქვენი ურთიერთობა აეწყობა. სერიოზული თხის რქა ამ ბავშვებს სპეციალური ნიჭი არ აქვთ, ჩვეული დისციპლინის გამო კარგად სწავლობენ. მათგან მხატვარი ან მუსიკოსი იშვიათად გამოდის, რადგან უფრო პრაქტიკული საქმიანობა აინტერესებთ. მათი სახლი ციხესიმაგრეა. სტუმრად წასვლა არ უყვარს და წვეულებებს თუ აწყობენ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მშობლებთან დროის გატარება უყვარს. არათანმიმდევრული და გამჭრიახი მერწყული უსაქმურიდან შრომისმოყვარე მერწყულამდე ერთი ნაბიჯია. ყველაფერი ადრეულ ასაკში სწორ აღზრდაზეა დამოკიდებული. ის ცნობისმოყვარე და გამჭრიახია, ამიტომ გონებისთვის საკვების მიცემა არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, მის ფიზიკურ განვითარებას ყურადღება მიაქციეთ, რადგან თავად ხშირად ავიწყდება. შემოქმედების მიმართ მისი მიდრეკილება წაახალისეთ და პირადი სივრცე მიეცით. ბრბოდან გამორჩევის სურვილის გამო არ ეჩხუბოთ, რომ ამის გამო ამბოხი არ მოგიწყოთ. მეოცნებე და შემოქმედებითი თევზები თევზებს შემოქმედების და ფანტაზიის კუთხით ყველაფერი წესრიგში აქვთ. მარტო არასდროს იწყენს, რადგან საკუთარ სამყაროში და თავისი წესებით ცხოვრობს. ხშირად რეალური ცხოვრებისთვის მზად არის. ბავშვობიდან კონცენტრირება და პრაქტიკულობა ასწავლეთ. არასდროს უყვიროთ და არ დასაჯოთ. უფრო მეტს მიაღწევთ, თუ მას მხარს დაუჭერთ და გაგებით და რბილად მოექცევით. და ბოლოს, სხვადასხვა წრეებზე ატარეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1.3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან 2. ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ 3. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა 4. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ 5. 7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“ 6. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება 7. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ 8. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი 9. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ 10. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ 11. 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ 12. როგორ უნდა ვიცხოვროთ - უძველეს ხელნაწერებში დაწერილი ცხოვრების 9 წესი 13. გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი 14. პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ 15. აი, რატომ არ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
108 შეფასება არ არის
|