ასტროლოგია ყველაზე გამორჩეული სიტყვები, რაც შეიძლება გაიგონოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისგან 2019, 15 თებერვალი, 20:11 1.ვერძი - შენ ხარ ჩემი მოტივატორი და შთამაგონებ, რომ მე ყველაფრის გაკეთებას შევძლებ რასაც მოვინდომებ ცხოვრებაში. 2.კურო - ყოველთვის როცა შენზე ვფიქრობ, მე მახსენდება უამრავი, ასობით მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი გრძნობა შენდამი, რამაც განსზღვრა ის რომ მე შენ დღეს ასე ძალიან მიყვარხარ. 3.ტყუპები - შენ ჩემს ცხოვრებას ხდი ძალიან ამაღელვებელს და მინდა რაც შეიძლება მეტი მოგონება მქონდეს შენთან დაკავშირებით. 4.კირჩხიბი - მე მინდა, რომ ვიყო ის ერთადერთი ვინც შენს ცუდ დღეებს უკეთესს გახდის, და ასევე ის, ვინც შენს კარგ დღეებს გააუმჯობესებს. 5.ლომი - როცა შენთან ვარ, საკუთარი თავი მაშინ უფრო მეტად მომწონს. 6.ქალწული - შენი გული ისეთივე მშვენიერია, როგორც შენი გონება. 7.სასწორი - შენ ხარ ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული. 8. მორიელი- შენ ყოველდღიურად მაძლევ იმის სურვილს, რომ ვიცხოვრო იმაზე უფრო მეტი გრძნობებით დატვირთულმა, ვიდრე შენამდე ვიყავი. 9. მშვილდოსანი - ყოველი დღე, რომელსაც შენთან ერთად ვატარებ, არის იმაზე უფრო უკეთესი ვიდრე ჩემი წარსული. 10. თხის რქა - შენ შეგიძლია ჩემი გაღიმება მაშინაც კი როცა შენ არ ხარ ჩემთან. 11.მერწყული - შენ ჩემს სულს ბედნიერებით ავსებ. 12.თევზები- თუ დღეს შენ არ შეგიძლია ყველაფერს დადებითი კუთხით შეხედო, მე შენ გვერდით ვიქნები მანამ სანამ არ გაითავისებ, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ ჩემთან ერთად. 43 1-ს მოსწონს
|