x
image
პროფესორი
ალექსანდრე მაკედონელი სიკვდილის შემდეგ ცოცხალი იყო-ახალი ვერსია დიადი მაკედონელის სიკვდილის შესახებ
image


ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის ახალმა ვერსიამ მეცნიერები ძალზედ შეაცბუნა.


ძველი ბერძნები გაკვირვებულები იყვნენ, თუ როგორ არ განადგურდა მეფის სხეული 6 დღის განმავლობაში, როდესაც ოფიციალურად ის მკვდრად გამოაცხადეს.ალექსანდრეს თანამედროვეები მას ღვთაებად მიიჩნევდნენ ამის გამო, მაგრამ ახალი თეორია გვთავაზობს რეალობას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ჯერ კიდევ არ იყო მკვდარი.


ექიმი Katherine Hall ფიქრობს, რომ ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც გარდაიცვალა ბაბილონში 323 წელს ქრისტეშობამდე, იტანჯებოდა იშვიათი აუტოიმუნური აშლილობით, ცნობილი როგორც გილიან ბარის სინდრომი.დამპყრობელი განიცდიდა უცნაურ სინდრომებს როგორიცაა: ცხელება, მუცლის ტკივილი, პროგრესული დამბლა, რომელმაც დატოვა იგი უძრავი.



"მე ჩემი გამოცდილებიდან დაახლოებით 10 შემთხვევა ვიცი გილიან ბარის სინდრომით დაავადებული ადამიანების. პროგრესირებადი პარალიზების კომბინაცია ნორმალურ გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად ძალიან იშვიათია და მე ეს ვნახე მხოლოდ გილიან ბარის სინდრომში"-განაცხადა ჰოლმა


ალექსანდრეში უწესრიგობა გამოიწვია ინფექციამ, რომელიც იმ დროს ჩვეულებრივი ბაქტერია იყო და რომელიც დღეს განკურნებადია.


სხვა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ალექსანდრეს სიკვდილი გამოიწვია მალარიამ ან ალკოჰოლში შერეულმა შხამმა, მაგრამ ჰოლის ვარაუდი ყველაზე კარგად ხსნის თუ რატომ არ განადგურდა მეფის სხეული, როცა ის გარდაცვლილად იყო მიჩნეული და გონებრივად კი კომპეტენტური იყო.

image


სანამ მეთოთხმეტე საუკუნის ექიმები დაადგენდნენ ადამიანი ცოცხალი იყო თუ მკვდარი, ჰოლმა დაამტკიცა რომ ალექსანდრეს სიკვდილი მცდარად გამოცხადებული იყო დაახლოებით ერთი კვირით ადრე მეფის სიკვდილამდე.


"მე მინდა დისკუსია გავმართო ალექსანდრეს სიკვდილთან დაკავშირებით და გადავწერო ისტორიის წიგნები, რადგან ალექსანდრეს რეალური სიკვდილი მოხდა მისი სიკვდილის გამოცხადებიდან 6 დღის შემდეგ"-განაცხადა ჰოლმა


თუ ჰოლის თეორია სწორია, გამოდის რომ სამხედრო გენია ჯერ კიდევ ცნობიერი იყო, როდესაც მას თავისი ჯარისკაცები დასამარხად ამზადებდნენ.

image

0
555
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0