x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ოთხი ახალი სახიფათო ინფექცია,რომელიც სქესობრივი გზით გადადის
image

დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი დაავადებები და მათ შორის არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია გამონაკლისი.ჩვენ მოგითხრობთ 4 ახალ ბაქტერიაზე.რომელმაც შესაძლოა სერიოზული ხიფათი შეუქმნას ადამიანის ჯენმრთელობას.





მენინგოკოკი-ბაქტერია Neisseria meningitidis იწვევს მენინგოკოკურ ინფექციას, რომელიც წარმოქმნის კოლონიებს ცხვირის და ხახის ლორწოვან გარსში, იწვევს ზურგის და თავის ტვინის რბილი გარსების ჩირქოვანი ანთებას, რომელიც არც თუ იშვიათად ფატალური შედეგით მთავრდება, ახლა ალბათ იკითხავთ რა შუაშია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაო?


ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაფიქსირდა შიმპანზეზე მენინგოკოკი, რომელიც ცხვირ-ხახიდან სასქესო ორგანოზე გადაეცა, დღეისთვის უკვე Neisseria meningitidis-ით დაავადება სასქესო ორგანოებზე დაფიქსირებულია ევროპაში, აშშ-ში და კანადაში, ინფექცია გადადის ორალური სექსით(ბაქტერია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სწორედ ცხვირის ლორწოვან გარსში და ხახაში იბუდებს), ინფექციის მატარებლები ძირითადად სექსუალური უმცირესობები არიან:გეები და ბისექსუალები.(5-10%) 2015 წელს ერთბაშად აშშ-ს რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა მენიგოკოკური ინფექცია შარდ-სასქესო გზებში.






მიოპლაზმა გენიტალიუმი-ეს არის ზომაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა და სახიფათო ბაქტერია, იგი აღმოაჩინეს 1980-იან წლებში, დღეისთვის ამ ბაქტერიის მატარებელი პლანეტის მოსახლეობის 1-2%-ია, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები, განსაკუთრებით საშიშია ქალებისთვის.


Mycoplasma genitalium ხშირად უსიმპტომოდ მიდის ან შეიძლება გამოავლინოს გონორეას და ქლამიდიოზის სიმპტომები, იბუდებს საშვილოსნოში ან საშარდე გზებში, ამ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ღრუს ანთება და შედეგები ძალზე სერიოზული იყოს, მათ შორის უშვილობა, მუცლის მოშლა, ნაადრევი ან მკვდარი ნაყოფის მშობიარობა.


მართალია პრეზერვატივი იცავს ამ ინფექციისგან.თუმცა ექიმები სულ სხვა რამეზე არიან შეშფოთებულები, mycoplasma genitalium რეზისტენტული(მდგრადი) ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, ისეთები როგორიცაა აზიტრომიცინი და დოქსოციკლინი.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე დიაგნოსტიკა და ადრეული მკურნალობა შესაძლებლობას იძლევა, რომ წინ აღუდგეს Mycoplasma genitalium-ს და არ იქცეს სუპერბაქტერიად.





შიგელა ფლექსნერი ანუ შიგელიოზი, ნაწლავური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია შიგელას ორგანიზმში მოხვედრით. დაავადების მთავარი ნიშანი არის გახშირებული სისხლიანი დიარეა, ადრე ითვლებოდა შიგელიზოით მხოლოდ ბავშვები და მოგზაურები ავადდებოდნენ, რომლებიც ღატაკ ქვეყნებს სტუმრობდნენ, თუმცა 1970-იანი წლებიდან შიგელიოზი უკვე ხშირად გეებს და ბისექსუალებს ემართებათ, მედიკოსების განცხადებით დაავადება ანალური და ორალური სექსით გადადის, ამ დაავადების ახალი, სქესობრივი გზით გავრცელება უკვე მთელს მსოფლიოშია დაფიქსირებული.ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დემეტრ დასკალაკისი აცხადებს, რომ შიგელიოზიც მდგრადი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, მათ შორისაა აზიტრომიცინიც, რომელიც გონორეას მკურნალობისთვის გამოიყენება.


იმისთვის, რომ შიგელიოზი სუპერბაქტერიად არ იქცეს, დღეისთვის ექიმები მკურნალობის ახალ მეთოდს იყენებენ, რა დროსაც ანტიბიოტიკები არ არის გამოყენებული.





ვენერიული ლიმფოგრანულემა-დაავადებას იწვევს იშვიათი შტამი Chlamydia trachomatis, აცხადებს კრისტოფერ შისლი, სან-ფრანცისკოს კლინიკა One Medical-ის ექიმი, თავიდან გენიტალიის მიდამოებში აღენიშნება გამონაყარი და წყლულები, შემდეგ კი დაავადება ვრცელდება ლიმფურ სისტემაში, დაავადება წააგავს ნაწლავურ ანთებას, რაც იწვევს მისი ფუნქციების მოშლას.მაგალითად ფისტულას წარმოქმნას ან ნაწლავების შევიწროებას.



ბოლო 10 წელიწადში ვენერიული ლიმფოგრანულემა საკმაოდ გავრცელებული დავადებაა ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც წესი, აქაც ძირითადად გეები და ბისექსუალები ავადდებიან.როგორც ქლამიდიოზის შემთხვევაში, ეს დაავადებაც აივ-ინფექციით დასნეულობის რისკს ზრდის.ექიმების განცხადებით პრეზერვატივი ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, მკურნალობის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები(მაგალითად დოქსოციკლინი) სამი კვირის განმავლობაში.

imageასევე დაგაინტერესებთ

0
377
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0