ქალი და მამაკაცი რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი 2019, 5 თებერვალი, 17:29
სოციალური ქსელების პოპულარობის მიუხედავად, დღეს მარტოობა პანდემიასავითაა გავრცელებული. ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 50%-ს უჭირს მეორე ნახევრის პოვნა.
სტატიაში პოპულარული ფილმების მაგალითებზე გაგაცნობთ ამის 6 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რის შემდეგაც ვიმედოვნებთ, უკეთ შეძლებთ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
1. ურთიერთობას აიდეალებთ.ყველას თავისებურად წარმოუდგენია იდეალური ურთიერთობა: ზოგი შეიძლება რომანტიკული ფილმით იყოს შთაგონებული, ზოგი კი - ამა თუ იმ წიგნით, მაგრამ ყველა ერთ რამეზე ოცნებობს: თავიანთი ოცნება იდეალურ ურთიერთობაზე რეალურად აქციონ.მაგალითი: სამწუხაროდ, ზოგჯერ ილუზიებს სინამდვილე ამსხვრევს, როგორც ფილმში "ბრიჯიტ ჯონსის დღიური/Bridget Jones's Diary". აქ არ არსებობს არც იდეალური ურთიერთობა და არც იდეალური წყვილები. რა უნდა გააკეთოთ: უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი პარტნიორი რეალური ადამიანია და არა - წიგნის გმირი. უნდა შეეგუოთ ფაქტს, რომ მას აქვს თავისი ნაკლი, როგორც სხვა ყველა ნორმალურ ადამიანს. 2. არ გაქვთ საკუთარი თავის პატივისცემა.საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის - რომანტიკულისაც. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, შეძლებდით თუ არა ისეთი ადამიანის შეყვარებას, რომელიც თავის თავს არ სცემდა პატივს? ასეთი ურთიერთობა უმეტესად დანაშაულის გრძნობაზე იქნებოდა აგებული და პარტნიორები ვერ შეძლებდით ერთმანეთისთვის რამე ღირებულის გაკეთებას.მაგალითი: ქეით უინსლეტის პერსონაჟს ფილმში "შვებულება/The Holiday", უყვარდა ადამიანი, რომელიც მას საკუთარი წარმატებისთვის იყენებდა. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ქალმა გადაწყვიტა, უაზრო ცალმხრივი სიყვარულისთვის ბოლო მოეღო. მან შეიცვალა გარემო და ადამიანები გარშემო, იპოვა ახალი ინტერესები და იპოვა ნამდვილი სიყვარულიც. რა უნდა გააკეთოთ: როცა მოწყენილი ხართ ან დეპრესია გიტევთ, საკუთარ თავში უნდა იპოვოთ ძალა ამასთან გასამკლავებლად. შეიძლება ეს იყოს თქვენი მიღწევები, ჰობი, ცოდნა ან პრინციპები - ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის და ყველაფერი, რაც საკუთარი თავის ფასს შეგახსენებთ. არავის მისცეთ უფლება, დაგაეჭვოთ თქვენს თავში. 3. იჭრებით სხვა ადამიანების პირად სივრცეში.არსებობს მოსაზრება, რომ მანიპულაციურ ტექნიკას ურთიერთობის გადარჩენა შეუძლია. თუმცა, არავის მოსწონს, როცა მისით მანიპულირებენ, ან კიდევ უარესი, როცა ვინმე მის შეცვლას ცდილობს.მაგალითი: როზამუნდ პაიკის პერსონაჟს ფილმში "გაუჩინარებული ქალი/Gone Girl", იმდენად უნდოდა ღალატისთვის ქმრის დასჯა, რომ იგი მარიონეტად გაიხადა და აიძულებდა, უფრო და უფრო მეტი გამოწვევისთვის გაეძლო. რა თქმა უნდა, როცა დაბრუნდა, გაიაზრა, რომ სიყვარული და ნდობა ქმრისადმი სადღაც გამქრალიყო და საკუთარი ცხოვრების შეეშინდა. რა უნდა გააკეთოთ: ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს დაწესებული ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადაცდეთ. თქვენი ზღვარი იქ მთავრდება, სადაც სხვა ადამიანების იწყება. თუ პარტნიორის საქციელი არ მოგწონთ, მანაც იცის ამის შესახებ და არ ცდილობს, შეიცვალოს, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთოთ: დარჩეთ მასთან ან მიატოვოთ. იმ ადამიანის შეცვლა, ვისაც ეს თავად არ სურს, შეუძლებელია. 4. არ შეგიძლიათ პატიება.ყველა უშვებს შეცდომებს, მათ შორის - თქვენც. მაგრამ ზოგჯერ, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი შეცდომას უშვებს, არ შეგიძლიათ მისადმი ნდობის აღდგენა, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ამას აღარასდროს გაიმეორებს. საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ სხვა ადამიანების განსჯაში ძალიან მკაცრები ვართ, საკუთარი თავის განსჯაში კი - საკმაოდ ლმობიერები.მაგალითი: სერიალში "მეგობრები/Friends", რეიჩელს ძალიან გაუჭირდა როსისთვის ღალატის პატიება. ისინი თითქმის ყველა სეზონის განმავლობაში აწვალებდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ურთიერთობიდან 10 წლის შემდეგ შეძლეს ბოლომდე ეპატიებინათ და დაევიწყებინათ, რაც მოხდა. რა უნდა გააკეთოთ: არ აიძულოთ საკუთარი თავი, მიიღოთ ფაქტები, რომლებსაც სინამდვილეში ეწინააღმდეგებით, თუმცა, ამავდროულად, კარგი იქნება, თუ ზედმეტად არავის განსჯით. მაშინაც კი, თუ თავს ძალიან დამცირებულად გრძნობთ სხვა ადამიანის საქციელის გამო, მიეცით მას საშუალება, კიდევ სცადოს. მიეცით მას კიდევ ერთი შანსი. 5. ურთიერთობისთვის მზად არ ხართ.სიყვარულს ბედნიერებისა და სიხარულის მომტან გრძნობად აღვიქვამთ, მაგრამ ზოგჯერ ამა თუ იმ ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ურთიერთობის დაწყებამდე სხვა რაღაცები გამოცადოს ცხოვრებაში.მაგალითი: სწორედ ეს არის ფილმის "ველური/Wild" მთავარი აზრი, რომელიც ჩერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიის მიხედვითაა გადაღებული. ქალმა 1800 კმ მარტომ გაიარა, რათა გადაეტანა საყვარელ ადამიანთან განქორწინებისა და დედის სიკვდილის ტკივილი და სიმშვიდე ეპოვა საკუთარ თავში. საბოლოოდ, თავისი გზა მან ქორწინებით დაასრულა. რა უნდა გააკეთოთ: ზოგჯერ მარტო ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარ თავშივე გამოასწოროთ, რაც გაწუხებთ და იპოვოთ ბედნიერება, სანამ ურთიერთობას დაიწყებთ. ეს ზოგჯერ უკეთესია, ვიდრე ვიღაცის მხრებზე დაყრდნობა რთულ პერიოდში. ამ გზით საკუთარ თავს ავითარებთ და უფრო ძლიერი ხდებით. 6. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ.ცნობილია, რომ ეგოიზმი წყვილების დაშორების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ საჭიროებებზე ფიქრობს, ამან შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა დაძაბოს და სიყვარული მათ შორის მოკლას კიდეც.მაგალითი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც გოგოს ქცევამ ფილმში "როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში/How to Lose a Guy in 10 Days", ბიჭს უკან არ დაახევინა, ის იყო, რომ მას სანაძლეო ჰქონდა დადებული ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნებაზე. როგორც კი გოგოს თავისი "პრეტენზიების" შესახებ დაავიწყდა და ნორმალურ ადამიანად გადაიქცა, ბიჭს მაშინვე შეუყვარდა ის. რა უნდა გააკეთოთ: ეგოისტმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ დედამიწა მათ გარშემო არ ბრუნავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წარმატებული პირადი ურთიერთობა სურთ. ასევე დაგაინტერესებთ:1. შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი 2. თუ უკეთესი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, დაუსვით ეს 10 შეკითხვა პარტნიორს 3. რატომ ამჯობინებენ თანამედროვე ქალები მარტო ყოფნას და არ ჩქარობენ გათხოვებას 2445 1-ს მოსწონს
|