x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ იქცა ნაგავი ხელოვნების ნიმუშად? - ორიგინალური და გიჟური ქუჩის ხელოვნება პორტუგალიის კუნძულ მადეირიდან
image

როდესმე გიცდიათ ნაგავი გამოგეყენებინათ და რაიმე ახალი შეგექმნათ?


ეს არ არის მარტივი და ნამდვილად მოითხოვს შემოქმედებითი აზროვნების უნარსა და უამრავ ძალისხმევას, თქვენს წარმოსახვაში არსებული ხელოვნების ნიმუში სინამდვილედ აქციოთ.


ყოველწლიურად მადეირას უამრავი ტურისტი სტუმრობს და აღფრთოვანებულია კამარა დე ლობუშის ქუჩის ხელოვნებით.


წარმოგიდგენთ ორიგინალურ და შეიძლება ითქვას, გიჟურ პროექტებს, რომელიც განხორციელდა კუნძულ მადეირის მეთევზეების ქალაქში, კამარა დე ლობუშში.


ამ ქალაქში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, ხელოვნების მეგობართა ასოციაცია - Teatro Metaphora, რომლის წევრები ყოველწლიურად გიჟურ იდეებს ასხავენ ფრთებს.


ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით, ნაგავს აგროვებს და მას ხელოვნების ქმნილებად აქცევს.


მაგალითად, 2015 წელს მათ შეაგროვეს ძველი სარეცხის მანქანები, რომლისგანაც დაამზადეს ქუჩის განათებები ნახეთ ვიდეო, 2018 წელს აღნიშნული ინსტალაცია ამსტერდამის ფესტივალის 30 საუკეთესო ხელოვანთა შორის მოხვდა.




ფოტოები ეკუთვნის: დუარტე ნობრეს


image


image

სარეცხი მანქანისგან შექმნილი განათებები ამსტერდამის განათებების ფესტივალიდან.


ახლა კი წარმოგიდგენთ 2018 წელს შექმნილ ქუჩის ინსტალაციებსა და დეკორაციებს, ესაა სოდის ქილებისაგან შექმნილ ქუჩის მოზაიკები და ღვინის ბოთლებისაგან დამზადებული ქუჩის განათებები.


ორგანიზაციის პრეზიდენტი ერთ-ერთ ინტერვიუში სოდის ქილებზე ასე საუბრობს: "თითოეული სოდის ქილა ძალიან ლამაზია, სწორედ, მათმა მოქნილობამა და ფერთა სიუხვემ მომხიბვლა და შთამაგონა ეს პროექტი, ერთხელ, ქუჩაში, ძირსდაგდებული სოდის ქილა დავინახე და დავღონდი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს დალიონ ამ ქილიდან და შემდეგ ასე მოისროლონ ქუჩაში?! აი, ასე გამიჩნდა იდეა ნაგავი ხელოვნებად გადამექცია. ჩვენ ამ პროექტით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასაც ვცდილობთ, რადგან ისინი უნდა ფიქრობდნენ გარემოზე"



Teatro Metaphora-ს მოხალისეებმა და წევრებმა ამ წელს რესტორნებიდან 25 000 გამოყენებული სოდის ქილა შეაგროვეს, შემდეგ ისინი გარეცხეს, გაამშრალეს და დაჭრეს, ხოლო უფრო რთული ეტაპი მათგან მოზაიკების გაკეთება იყო.


პროცესის სანახავად იხილეთ ვიდეო


წარმოგიდგენთ მოზაიკებს, რომლებთანაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი მიდის ფოტოს გადასაღებად, ინტერესდებიან მასალით და შემდეგ აღფრთოვანებულები წამოიძახებენ ხოლმე: " ეს ხომ ქილაა! "


ქუჩის ხელოვნება 2017 წელი:


image


image


image


image

image

image

image


image


image

image



image


image



2018 წლის დეკორაციები:

image


image


image



image


image


image


image


image


image


image


image


image


image

image


image


image



მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს!


სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი


1
342
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
342
  
2019, 3 თებერვალი, 7:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1