x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ფსიქოლოგმა შეადგინა ყველაზე მოკლე ტესტი ინტელექტის შესაფასებლად. გამოსცადეთ თქვენი თავი!
image

ფსიქოლოგმა შეინ ფრედერიკმა 2005 წელს შეადგინა ყველაზე მოკლე ტესტი ინტელექტის შესაფასებლად. ეს ტესტი სულ სამი კითხვისგან შედგება, რომელთაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოთ. გამოსცადეთ თქვენი თავი პირდაპირ ახლა. უპასუხეთ შეკითხვებს და მხოლოდ შემდეგ შეადარეთ თქვენი პასუხები სწორ პასუხებს:

image

1.ჩოგანი და ბურთი ერთად ღირს 1 ევრო და 10 ცენტი. ჩოგანი 1 ევროთი ძვირია ბურთზე. რა ღირს ბურთი?



2.5 დაზგა 5 წუთში 5 დეტალს ამზადებს. რამდენ წუთში დაამზადებს 100 დაზგა 100 დეტალს?


3.გუბურაში წყლის შროშანები იზრდებიან, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. გავრცელების ფართობს ყოველდღე აორმაგებენ. 48 დღეში გუბურა მთლიანად ყვავილებით დაიფარება. რამდენ დღეში დაფარავენ შროშანები გუბურას ნახევარს?


პასუხები:

image



1.ბურთი 5 ცენტი ღირს. ჩოგანი 1 ევროთი მეტია ბურთზე, ანუ ჩაოგანი 1 ევრო და 5 ცენტი ღირს, შესაბამისად, ორივეს ფასი 1 ევრო და 10 ცენტია.


2.5 წუთში. დაზგების რაოდენობა რამდენითაც არ უნდა გავზარდოთ, დრო, რომელიც 1 დეტალის დასამზადებლადაა საჭირო, არ შეიცვლება.


3.47 დღეში. თუ მათი გავრცელების ფართობი ყოველდღე ორმაგდება, ხოლო მთლიანი გუბურის დაფარვისთვის 48 დღეა საჭირო, ლოგიკურად გუბურის ნახევარი 47 დღეში დაიფარება, 48-ე დღეს კი ეს ფართობი გაორმაგდება და მთელი გუბურა დაიფარება.

0
885
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
885
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0