x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
ტყეში დაკარგული სამი წლის ბიჭი დათვმა გადაარჩინა


დათვი

The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკაში ახლახანს დაკარგული 3 წლის ბიჭი დათვმა გადაარჩინა.


ბიჭი 22 იანვარს წავიდა სტუმრად ბებიასთან, რომელიც ტყესთან ახლოს ცხოვრობს და მალევე გაუჩინარდა. პატარა თხლად გახლდათ ჩაცმული, ხოლო გარეთ მინუს 6 გრადუსი იყო ტემპერატურა.


ბავშვს სამაშველო სამსახურის უამრავი თანამშრომლის გარდა კიდევ ათეულობით მოხალისე ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. არადა, ძებნის პროცესში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა და ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცა.



მოულოდნელად, 24 იანვარს სამაშველო და პოლიციის სამსახურების თანამშრომლებს ტყის სიღრმიდან ბავშვის ტირილი შემოესმათ. დამხმარეები ხმას მიჰყვნენ და პატარა იპოვეს წყალმარჩხ კუნძულზე, გაყინული, დაკაწრული და გამოფიტული.


ყველაზე გასაოცარი რაც არის, ბავშვმა მაშველებს უთხრა, რომ ის არც მეტი და არც ნაკლები... დათვმა გადაარჩინა.


შერიფი ამტკიცებს, რომ კუნძულზე, სადაც ბავშვი აღმოჩნდა, პატარა დახმარების გარეშე ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რადგან კუნძულს ირგვლივ მდინარე აკრავს, სადაც წყალი ძალიან ღრმაა.


ადვილი შესაძლებელია, რომ პატარა უმწეო არსების დანახვამ დათვში მშობლის ინსტიქტები გააღვიძა და შეჭმის ნაცვლად, ბავშვის დახმარების სურვილი აღუძრა.


მსგავსი ფაქტები არაერთხელ აქვთ აღწერილი ბუნების მკვლევარებს.

0
365
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0