x
თვისებები, რომლებიც მამაკაცებს ქალში გარეგნობაზე მეტად ხიბლავთ (ნაწილი პირველი)

ქალებს გვგონია, რომ უმთავრესი, რასაც მამაკაცი ამჩნევს და აფასებს, ჩვენი გარეგნული მონაცემებია. ეს ნაწილობრივ ასეცაა, რადგან ფიზიკური მხარე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. თუმცა, არის უამრავი სხვა რამ, რის გამოც შესაძლოა, მამაკაცს შევუყვარდეთ. ასეთი კომენტარები ხომ ხშირია: ბრმა იყო? რა ნახა ამ გოგოში? შეუფერებელი წყვილია... მოკლედ, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, თემად აგვერჩია ის თვისებები, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად ხიბლავთ. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვლის მიღმა არც გარეგნული ნაწილი დარჩენილა. ათვლას უკუღმა ვიწყებთ. ასე რომ, მოგვყევით.

image

16.. მეთექვსმეტე პოზიციას ღიმილი იკავებს. ეს არა მარტო უფრო მიმზიდველს ხდის მანდილოსანს, არამედ მამაკაცებსაც თავს უკეთესებად აგრძნობინებს.

15. კარგი კულინარიული უნარი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მამაკაცის გულის მოსაგებად!

14. მხიარულება/სიანცე. ზოგჯერ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულობა დავივიწყოთ და უბრალოდ, მოვეშვათ.

13. გრძელი ურჩი თმა. ეს ყოველთვის ქალის ახალგაზრდობასთან და კარგ ჯანმრთელობასთან ასოცირდება.

12. მათი მზრუნველობა. ნებისმიერ კაცს სურს, რომ მათმა პარტნიორმა მოსიყვარულე დედის როლი მოირგოს მაშინ, როცა თავს უიმედოდ გრძნობენ.

11. ბუნებრიობა. ნამდვილი ქალი არასდროს შეეცდება, სხვასავით გამოიყურებოდეს, ან არაბუნებრივად მოიქცეს.

10. დიდი თეძოები. ისინი ნაყოფიერებასთან და უფრო ჯანმრთელი და ჭკვიანი შვილების გაჩენასთანაა ასოცირებული.

9. სიკეთე. მხოლოდ კეთილი ქალი იქნება ემპათიური და თავის მამაკაცს გვერდში დაუდგება, როცა ამ უკანასკნელს მისი დახმარება დასჭირდება.


0
791
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
791
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0