საზოგადოება ფული, ჩვენ კაი ხანია აღარ გვაქვს.პლასტიკურ ბარათებზეც უარი ვთქვით. მხოლოდ ნისიებით ვცხოვრობთ 2019, 16 იანვარი, 13:49 "შვედი მეგობარი მყავს, გუსტავი. ყოველ წელს ვეპატიჟები, ჩამოდი, გაჩვენო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე-თქო (შვედეთიც ძალიან დახატული ქვეყანაა) და ჯერ ვერ მოახერხა. 2027-მდე მაქვს ყველაფერი დაგეგმილიო იმ დღეს, შობა მომილოცა და მითხრა, შვედეთი ყველაზე ბედნიერ ქვეყანად გვაღიარესო. საიდან დაასკვენი, რომ ბედნიერები ხართ-თქო? საიდანო და: 1. 4 სამუშაო დღე გვაქვს კვირაში. 2. 2-3 წელში, ფიზიკურად არ იარსებებს ფული, მხოლოდ პლასტიკური ბარათები გვექნებაო. 3. მშპ თითოეულ მოქალაქეზე $50 ათას სცდებაო.
გილოცავთ-თქო! აბა სხვა რა უნდა მეთქვა, გულზე გახეთქილს?
თქვენ როგორ ხართო? რა ვიცი, ჩვენი მთავრობაც მუშაობს ბედნიერების ინდექსის გასაზრდელად-თქო: შობას, ახალი წელს და აღდგომას, ორჯერ აღვნიშავთ. ფული, ჩვენ კაი ხანია აღარ გვაქვს. პლასტიკურ ბარათებზეც უარი ვთქვით. მხოლოდ ნისიებით ვცხოვრობთ. მშპ-ს ინდექსი არც კი გავიტერესებს, ისეთი ბედნიერები ვართ. ა, ხო, საახალწლოდ, მთავრობამ ყველას დაგვიფარა კრედიტი და ახლ წელს ვალმოხდილები შევხვდით-თქო. და კიდევ, ყოველ დღესასწაულზე გიორგი ვაშაძე პირადად გვიგზავნის მოლოცვას-თქო. ეგ ვინააო? გუსტავ, გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი-თქო? ბოდიში, ნაღდად არ ვიციო. აბა, თქვენ იუსტიციის სახლიც არ გექნებათ-თქო. არ გვაქვსო. ხოდა, ჩემო გუსტავ! სპერვა პადუმაი, ა პატომ გავარი-თქო და მიმინოს ლინკი ჩავუგდე. დღეს მომწერა: ზაფხულში დაახლოებით რა ღირს სასტუმროებიო?" - წერს ივა გრუზინსკი 418 შეფასება არ არის
|