x
image
გვანცა1234
5 მონარქი, რომლებმაც საკუთარი შვილები დახოცეს
მმართველებს ისტორიაში ხშირად უწევდათ ადამიანების მოკვლა სხვადასხვა მიზეზის და გამო, თუმცა ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც მონარქები საკუთარ შვილებს ხოცავდნენ ძალაუფლების გამყარებისთვის, ერთპიროვნული მმართველობისთვის და სხვადასხვა წინააღმდეგობებისის მოშორების საფუძვლით.

წარმოგიდგენთ 5 ისტორიულ შემთხვევას, როდესაც მონარქმა მამებმა საკუთარი შვილები სიცოცხლეს გამოასალმეს.

1) ივანე IV და ივანე ივანეს ძე

ივანე IV-ს, იგივე ივანე მრისხანეს ჰყავდა ვაჟი ივანე, პირველი ცოლისგან - ანასტასია რომანოვნასაგან. ივანე მრისხანეს უყვარდა ლიტერატურა და მუსიკა. ბავშვობაში იგი გატაცებული იყო ცხოველების წამებით.


მან რუსეთს შემოუერთა ყაზანის და ასტრახანის სახანოები. შუასაუკუნეების რუსეთის სახელმწიფო იმპერიად გადააქცია. ივანეს 8 ცოლი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, მოკლული იპოვეს.

ერთხელ ივანე მეოთხემ თავის ფეხმძიმე რძალს სცემა, რომელმაც ამის გამო ბავშვი დაკარგა. მისი ვაჟი დაუპირისპირდა მამას. განრისხებულმა ივანე IV-მ საკუთარ ვაჟს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მოკლა. ეს მკვლელობა საკუთარ ნახატში შთამბეჭდავად უკვდავყო რუსმა მხატვარმა ილია რეპინმა.imageყველა იმ საშინელებათა შორის, რაც ივანე მრისხანემ ჩაიდინა, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავისი ვაჟის მკვლელობა იყო. მით უმეტეს, რომ ის მისი ერთადერთი ძე გახლდათ. ილია რეპინის ნახატი (დეტალი)2) ჰეროდე დიდი და მისი შვილები - ალექსანდრე და არისტობულოსი

ჰეროდე დიდს ქრისტიანები იცნობენ ბიბლიიდან, მათეს სახარებიდან. სწორედ მისი მეფობის დროს იშვა ქრისტე ბეთლემში. იგი ერთ-ერთ უარყოფით ისტორიულ გმირად გვევლინება, რომელმაც უდანაშაულო ყრმების ჟლეტა მოაწყო. მან ბრძანა, დაეხოცათ ყველა ორი წლის და ორ წლამდე ჩვილი ბეთლემის მიდამოებში.imageჰეროდემ აღადგინა იერუსალიმი. იგი ხელს უწყობდა ელინური კულტურის განვითარებას.

გარდა სხვა ბავშვების დახოცვისა, ჰეროდემ საკუთარი შვილებიც მოკლა. უფროსმა ვაჟმა - ანტიპატერ II-მ მისი ძმების მიმართ ასაკოვან მამას მრისხანება გაუღვივა. მან საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ ძვ.წ 7 წელს ჰეროდე დიდმა არტისტობულუსის და ალექსანდრეს დახოცვის ბრძანება გასცა ღალატის ბრალდებით.ჰეროდეს უფროსი შვილი - ანტიპატერ II3) შაჰ აბას I და მუჰამედ ბაქარ მირზა

აბას I მოიაზრება უძლიერეს მბრძანებლად სეფიანთა დინასტიისა, რომელიც ირანის ერთ-ერთი უძლიერესი დინასტია გახლდათ. აბას I იყო გენიოსი სტრატეგი, რომელმაც ააშენა ქალაქები და თავისი ქვეყნის კარი გაუღო ქრისტიანებს. ის მზად იყო, მიეღო ახალი ცოდნა უცხო ერებისგან, განსაკუთრებით, ევროპელებისაგან.

მუჰამედ ბაქარ მირზა, სეფიანთა დინასტიის ტახტის მემკვიდრე, შაჰ აბასს ერთ-ერთი ქრისტიანი ჩერქეზი ცოლისგან ჰყავდა. სამწუხაროდ, მუჰამედი ჩერქეზების მიერ მოწყობილ შეთქმულებაში გამოიჭირეს. მეფემ ის სიკვდილით დასაჯა და მის ნაცვლად ძალაუფლება თავის შვილიშვილს გადააბარა.

შაჰ აბას I4) მეფე იეონგჯო და პრინცი სადო

კორეის მეფე იეონგჯოს დაბადებიდან სძულდა მისი შვილი, ტახტის მემკვიდრე სადო. 9 წლის პრინცი დააქორწინეს, 17 წლის ასაკში იგი მამა გახდა. ცოტა ხნის შემდეგ სადოს წითელა შეეყარა, რის შემდეგაც ჰალუცინაციები დაეწყო და თითქმის შეურაცხადი გახდა.

პრინცი სადო ნამდვილ მოძალადედ იქცა. იგი აუპატიურებდა თავის ქვეშევრდომებს, ძალადობდა და ხოცავდა მათ. კორეის სასამართლო სისტემამ სადოს სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. მამამ ვერ შეძლო საკუთარი ხელით მოეკლა შვილი, როგორც ეს წესი იყო. ამიტომ პრინცი რკინის გალიაში გამოამწყვდიეს და 8 დღის შიმშილის შედეგად სადო გარდაიცვალა.მეფე იეონგჯო5) პეტრე I და ალექსეი

პეტრე დიდის, იგივე პეტრე I-ის მიზანი იყო, ექცია რუსეთი უძლეველ და თანამედროვე სახელმწიფოდ. ის იყო პირველი მმართველი, რომელმაც თავისი მეფობის პერიოდში საერო სკოლები გახსნა.

გარდა ამ მიზნებისა, მისთვის მამობაც გამოწვევა აღმოჩნდა. პეტრეს ცოლი - ეუდოქსია, გაუნათლებელი, კონსერვატორი ქალი გახლდათ, რომელსაც დიდად არ მოსწოდა უცხოელები. თავისთავად, ის ღიად უპირისპირდებოდა მეუღლის რეფორმებს. მან ქორწინების მიუხედავად, საყვარელიც გაიჩინა. ასევე სხვა ქალთან ურთიერთობაში იყო პეტრე I-ც.

მათი ვაჟი იზიარებდა დედის ტრადიციულ ხედვებს. ეუდოქსიამ დაარწმუნა ალექსეი, რომ განათლება ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას და სხვა რელიგიურ სწავლებებს. პეტრე I მეუღლესთან ცუდი ურთიერთობის გამო შვილთან ერთად დიდ დროს არ ატარებდა.

ალექსეის დიდად არ უყვარდა მამა და მას საფრთხედ აღიქვამდა. მისმა მონაწილეობამ ავსტრიის გადატრიალებაში რუსეთის მთავრობა დიდად განაცვიფრა. მამამისის ბრძანებით იგი აწამეს, საბოლოოდ კი პეტრე I-მა შვილი სიკვდილით დასაჯა.

პეტრე I

0
1049
2-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1049
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0