x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰონგ-კონგი – კონტრასტების ქალაქი
image


ჰონგ-კონგი – ნამდვილად რომ კონტრასტების ქალაქია. ეს არის ქალაქი, სადაც განუზომელი ფუფუნება და უკიდურესი სიღარიბე გვერდიგვერდ თანაარსებობს. დასავლელი ბიზნესმენები დიდი სიამოვნებით დებენ ინვესტიციებს სხვადასხვა სახის ბიზნეს-პროექტებში. მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებს შორის ის IV ადგილზეა, ლონდონის, ნიუ-იორკის და სინგაპურის შემდეგ. სპეციალისტების პროგნოზით, ჰონგ-კონგი ეკონომიკური გიგანტია, რომელიც ამჟამად ძალას იკრებს და რამდენიმე წლის შემდეგ, აშშ-ს ეკონომიკას გადაასწრებს.

ჰონგკონგელები საკუთარ ქალაქს ტიპურ დასავლურ ქალაქად მიიჩნევენ და ის მართლაც ყველაზე ევროპული ქალაქია აზიაში, ტოკიოს შემდეგ. თუმცა, ქალაქის უფრო ახლოს გაცნობისას, ბევრ ისეთ რაღაცას აღმოაჩენთ, რაც ევროპული ქალაქებისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი.


image


ქალაქში მეტ-ნაკლებად აზიური უბნებიც არის და ბევრი რამ ინგლისელებისგანაც დარჩა (ჰონგ-კონგი 1841-1997 წწ. ბრიტანეთის კოლონია იყო) – პრაქტიკულად, ყველა აბრა ორენოვანია და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც 2 სართულიანია, როგორც ბრიტანეთში. თუმცა, მდიდრულ რაიონებშიც იგრძნობა ჩინური გავლენა და ქუჩებზე, სადაც ძვირიანი ბუტიკებია ჩამწკრივებული, ათასი წვრილმანით მოვაჭრე მამაკაცები დგანან.


image
ჰონგ-კონგში უამრავი ცათამბჯენია. როდესაც ქალაქის თავზე მიფრინავთ, ილუმინატორიდან გადმოხედვისას, მიწაზე დაკიდული, მინა-ცემენტის სვეტების ტყის დანახვა შეიძლება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სახლების უმრავლესობა მეტისმეტად ვიწროა და ქვემოდან შეხედვისას, მეტად არასტაბილური კონსტრუქციის შთაბეჭდილებას ტოვებს.


image
ქალაქში ყველაფერი პრიალებს და ბრჭყვიალებს, ისე როგორც აზიის სხვა ქალაქებში – იქ უამრავი ბიზნეს-რეკლამაა და თითქმის ყველა, გაპრიალებულ მარმარილოზე გაკრული ოქროს ან ვერცხლის ალფავეტით არის შესრულებული.


image
ჰონგ-კონგი და განსაკუთრებით მისი ცენტრალური კუნძული ყველაზე მეტად არის დატვირთული ტროტუარებით, პატარა ხიდებით, გვირაბებით, მიწისქვეშა გადასასვლელებით, ესტაკადებით...


image
რიგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი აბსურდამდეც კი მიდის და თუ ადამიანმა გზები კარგად არ იცის, უმჯობესია თუ ავტომობილს არ იქირავებს და ტაქსის მომსახურებით ისარგებლებს, რადგან შეიძლება წრეზე იაროს და გასასვლელი ვერ იპოვოს.
ქალაქში მრავლად არის ფანტანი, აბსტრაქტული სკულპტურა და სხვადასხვა სახის ინსტალაცია. აქა-იქ პატარა სკვერები და შედარებით დიდი პარკებიც არის, სადაც პიკნიკზე, ძირითადად, ქალები და ბავშვები იკრიბებიან. მამაკაცებს ასეთ ადგილებში იშვიათად შეხვდებით.


image
ქალაქში ტურისტების ყველაზე პოპულარული ადგილი ვიქტორიას პიკია. მის მწვერვალზე 400 მეტრიანი, 27 გრადუსით დახრილ ფერდობზე ასვლა, დაახლოებით, 5 წუთში არის შესაძლებელი.


image
მთის თავზე დიდი ტყე-პარკია, უამრავი საფეხმავლო ბილიკით. მათზე სეირნობისას შეიძლება მიადგეთ ადგილს, რომლიდანაც ქალაქი ისე ჩანს, როგორც ხელისგულზე.


image


რთულია ამ კონტრასტული ქალაქის მხოლოდ სიტყვებით დახასიათება და ამიტომ, უნიკალურ ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც ფრინველის ფრენის სიმაღლიდან არის გადაღებული.

სურათების ავტორი ვიქტორ ჩენგია (Victor Cheng) — კანადელი თვითნასწავლი ფოტოგრაფი. ამჟამად ის ჰონგ-კონგში ცხოვრობს. ვიქტორი პროფესიით დრონის ოპერატორი და ქალაქის მკვლევარია, დაკავებულია აეროფოტოგრაფიით. Instagram-ის მის გვერდს 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image


ჰონგ-კონგის «კუბო–სახლები», რომლებშიც ათასობით ადამიანი ცხოვრობს

სულ სხვა დუბაი – ნაკლებად ცნობილი ფაქტები ე. წ. არაბული ზღაპრის შესახებ
მსოფლიოს 30 ულამაზესი ქალაქი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს




4
184
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
2019, 11 იანვარი, 16:15
მიწისძვრის პროგნოზირება ხომ არ შეიძლება და თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ მსგავსი კატაკლიზმები 2021 წლიდან დაიწყება?
2019, 11 იანვარი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 იანვარი, 10:32
მადლობა
2019, 9 იანვარი, 10:25
Zalian sainteresoa
0 1 4