x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 სიმპტომი, რომლებიც ფილტვის პრობლემებზე მიუთითებს

ფილტვებში ნერვული დაბოლოებები არაა, ამიტომ ისინი არ გვტკივა და ფილტვის პრობლემები ხშირად ისეთი სიმპტომებით ვლინდება, რომელთაც ერთი შეხედვით, ფილტვებსაც ვერ დავუკავშირებთ.

ეს სიმპტომები ფილტვების პრობლემებზე მიუთითებს, ყურადღებით გაეცანით სტატიას და მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს:

1.წონაში მატება

imageწონაში უმიზეზო მატება, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა - სასუნთქი სისტემის დაავადებაზე მიუთითებს. წონაში მატებას კი ფილტვებში წყლის ჩადგომა იწვევს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.



2.წონის დაკარგვა

imageწონის უმიზეზო დაკარგვა ძალიან საშიში სიმპტომია. მისი მიზეზი შესაძლოა ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებაც იყოს. თუ ანთება ძლიერია, ფილტვები მოცულობაში იმატებს და თითქმის კუჭს ეხება, რაც ჭამის დროს დისკომფორტს და მადის დაკარგვას იწვევს.


3.ფეხების შეშუპება

imageგამუდმებით შეშუპებული ფეხები და ტერფები შესაძლოა ფილტვების პრობლემას უკავშირდებოდეს. ჟანგბადის ნაკლებობა სისხლის მიმოქცევის და ლიმფურ სისტემაზე ახდენს გავლენას და სითხის ცირკულაციას ანელებს. ეს სითხის გამოყოფას უშლის ხელს და შედეგად შეშუპება ვითარდება.


4.უმიზეზო და ხნგრძლივი ქოშინი

imageთუ სუნთქვის დარღვევა უმნიშვნელო დატვირთვის დროს ხდება და დიდი ხნის განმავლობაში არ წესრიგდება, მიმართეთ ექიმს. უმიზეზო ქოშინი-გულისა და ფილტვების დაავადებების გავრცელებული სიმპტომია.


5.ტუჩებისა და ფრჩხილების ფერის შეცვლა

imageთუ ტუჩები და ფრჩხილები გილურჯდებათ, ეს უკვე საგანგაშო სიმპტომია. ეს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ფილტვების პრობლემაზე მიუთითებს.


6.გამუდმებული დაღლილობა

imageფილტვების პრობლემების დროს დაღლილობა სწრაფად ვითარდება. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა მთელ ორგანიზმზე აისახება.


7.მხრების ტკივილი

imageფილტვების ზოგიერთი დაავადება მხრის ნერვებზე ახდენს გავლენას და ტკივილს იწვევს. თუ მხარი უმიზეზოდ გტკივათ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. მიმართეთ ექიმს.


8.ქრონიკული ხველა

imageთუ ხველა 8 კვირაა მიმდინარეობს, ის უკვე ქრონიკულად ითვლება და ექიმს უნდა მიმართოთ. თუ სისველე ახასიათებს და ღამით გაღვიძებთ, კიდევ უფრო სერიოზული მიზეზია, რომ ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.


9.ძილის პრობლემა

imageხშირი გამოღვიძება, რომელსაც წყვეტილი სუნთქვა ახლავს თან, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის შედეგი შეიძლება იყოს. თუ ხველა ხშირად გაღვიძებთ და წამოჯდომისას თავს უფრო კარგად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


10.დილაობით თავის ტკივილი

imageთუ დილაობით ხშირად გაღვიძებთ თავის ტკივილი, შესაძლოა ესეც ფილტვებს უკავშირდებოდეს, რადგან ფილტვის პრობლემების დროს ჟანგბადის ჩასუნთქვა და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა გაძნელებულია. სწორედ ამიტომ, სისხლში ნაკლები ჟანგბადი და მომატებული ნახშირორჟანგი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება.


0
3127
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0