სხვა დედის გარდაცვალება ვერ აიტანა და ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა 2019, 6 იანვარი, 14:08 დედა, რომელიც საკუთარ ქალიშვილს უმამოდ ზრდიდა, დიდხანს ებრძოდა მკერდის კიბოს.
ყოფილმა ტელემსახიობმა, 33 წლის კედი სტიურატმა(Cady Stewart) თავი მას შემდეგ მოიკლა, როდესაც საყვარელი დედა დაკარგა. ახალგაზრდა ქალს მიაჩნდა, რომ ის ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი მის ცხოვრებაში ყველაზე საყვარელი ადამიანის გარეშე, სიკვდილის წინ კედიმ მოკლე წერილი დატოვა, მეგობრებს სთხოვა, მიეხედათ მისი ძაღლისთვის. კედი საკუთარ სახლში, დიდ მანჩესტერში აღმოაჩინეს გარდაცვლილი მას შემდეგ, რაც იგი აღარ პასუხობდა ზარებს და სმს-გზავნილებს. კედის დედა, შარონი შარშან ნოემბერში გარდაიცვალა. "მამა არასდროს მონაწილეობდა მის აღზრდაში, მთელი ცხოვრება დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. მან დაამთავრა საპარიკმახერო ხელოვნების კოლეჯი ტამსაიდში, კარგად სწავლობდა და ფულსაც შოულობდა სილამაზის სალონში. ამის გარდა, ტელესერიალებშიც იღებდნენ..მაგრამ როდესაც შარონს მკერდის კიბო აღმოაჩნდა, მაშინვე ხასიათი შეეცვალა, ის აღარ ჭამდა და ძლიერ გახდა, რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა, მას დედის გვერდზე ყოფნა სურდა"-აღნიშნა კედის ნათესავმა. კედის სახლის კარზე მშრალი მოკლე წერილი ნახეს, სადაც ის მეგობრებს სთხოვდა, მისი ძაღლისთვის მოევლოთ. 336 5-ს მოსწონს
|