სხვა ირლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნით ქართველები პირველ ადგილზე არიან 2019, 2 იანვარი, 13:21 საქართველოდან გაცილებით მეტი ადამიანი ითხოვს ირლანდიის რესპუბლიკაში თავშესაფარს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს IT( irish time) 2016 წელს არ იყო საქართველო იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ირლანდიაში, ეს ქვეყნებია:სირია, პაკისტანი, ალბანეთი, ზიმბაბვე და ნიგერია. 2017 წელს საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა სირიის შემდეგ (302 მოქალაქე), პირველი იყო სირია(545 მსურველი), წელს უკვე საქართველო მოექცა სათავეში, გასულ 11 თვის მანძილზე ირლანდიაში თავშესაფარი ითხოვა 409 საქართველოს მოქალაქემ. 178 3-ს მოსწონს
|