x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კაცხის მონასტერი
image





ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ქართულ სოფელში უჩვეულო მხოლოდ

ქვის სვეტია რომელზეც ულამაზესი ეკლესიაა აგებული.ჭიათურიდან 11 კილომეტრში მდებარეობს სოფელი კაცხი.სოფელი


ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. „კაცხის ციხე“თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია. ციხის

ნანგრევები შემორჩენილია მდინარე კაცხურის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის ცენტრში აღმართულია X-XI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კაცხის ტაძარი.სიმაღლე 40 მეტრია.
კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება.კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს; „მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი). ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: იმერეთის მეფე გიორგი V, სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე.
ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე.899 წელს დაიწყო მისი მშენებლობა ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 –1014 წელს გადმოცემით, იგი ორჯერ დაუწვავთ და ისევ აღუდგენიათ.ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის
სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. ასეთ
ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი. შემდგომ პერიოდში მრავალჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ აღდგენილიყო ტაძარში ღვთისმსახურება, მაგრამ უშედეგოდ.
1990 წელს ტაძრის დღევანდელი მოძღვრის დეკანოზ ამირან მოდებაძის ინიციატივით კაცხის მონასტერში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება. 2001 წელს დაზიანებული ტაძრარი
შეაკეთა ნარგიზ აბაშიძემ. მაგრამ მისი რესტავრაცია ბოლომდე არაა დასრულებული.ამჟამად იგი მხოლოდ შემოწირულობების
ხარჯზე შენდება, კაცხის მაცხოვრის შობის ტაძართან შენდება სამონასტრო კომპლექსი არქიტექტორ მ. გოგატიშვილის პროექტის მიხედვით და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.

imageimageimageimageimage


12
2000
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
2000
  
2014, 12 მარტი, 15:38
2013 წლიდან აღარ უშვებენ ყველა მსურველს მხოლდ მღვდელმთავრებს და სასულიერო პირებს სტატიის ავტორო ჯერ იქნებ მისულიყავი და გენახა კაცხის სვეტი გაგერკვია ვის უშვებენ და ვის არა გადაგეღო ფოტოები და მერე დაგეწერა სტატია ამ თემაზე ვინაიდან ეს ფოტოები ძველია იქ მთლიანად რკინის კიებით ადიან ეს ერთი და მეორეც ტოკებით იქ არ ადიან და ეს ფოტო რომელზეც სასულიერო პირი ყუტში ზის არაა კაცხის სვეტზე ათონის მთაზეა
2013, 31 ოქტომბერი, 19:42
ბერის სურათი კი აქ რომ დევს, აშკარად არ არის კაცხის სვეტის, ეს მამა მაქსიმე არაა, იქ კი 20 წელზე მეტია მამა მაქსიმე მსახურობს.
2013, 31 ოქტომბერი, 19:39
იქ ქალის ასვლა წესით აკრძალულია.
2012, 20 დეკემბერი, 19:31
მეც თუ გადავწყივე ასვლა ამ ბერივით მფრინავი ყუთით უნდა ამახოხონ>?:)))))))0
2012, 20 ოქტომბერი, 22:57
2012, 20 ოქტომბერი, 22:57
გაიხარეე
2012, 13 ივლისი, 22:41
გენაცვალეთ
საჩხერე -ჭიათურლებო!!!
2012, 13 ივლისი, 18:10
ჭიათურა ჩემი სიამაყეა
2012, 12 ივლისი, 23:18
ეს ძალიან მაგარია. ვარ ნამყოფი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10