x
image
jango
ასტროლოგიური კვლევა: რატომ ვერ ეგუება ლომი და მორიელი
image
და მაინც რატომ ვერ ეგუება ეს ორი ყველაზე ძლიერი ნიშანი ერთმანეთს?
მორიელს ყველაზე მეტად მოსწონს მშვიდი ნიშნები, რომელთა კატეგორიას ლომი არ მიეკუთვნება, ლომი მშვიდი ვერასდროს იქნება. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მორიელს ასიამოვნოს და ისედაც ძლიერი მორიელი კიდევ უფრო გააძლიეროს, თუმცა ბოლომდე თავის მართვის უფლებას არ მისცმეს. მორიელისთვის თითქოს სასურველი ნიშანი თხის რქა და კირჩხიბია, მორიელის ემოციური ბუნება და მოთხოვნილება იყოს დომინანტი ნებისმიერ ურთიერთობაში, ეს სწორედ ისაა, რაც კირჩხიბს ჰაერივით ესაჭიროება, მორიელს მოსწონს, რომ კირჩხიბი მას თითქმის ფეხქვეშ გაუწვება, რასაც ლომისგან ვერასდროს მიიღებს.
რაც შეეხება ლომს, ის გულით იმართება. ლომისთვის ყველაფერი გულზე გადის, ის ცხოველთა მეფე და ასტროლოგიური კვლევით ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მას ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო სურს და ჭირდება, ის იბრძვის და მოიპოვეს კიდეც ეს მას სისხლში აქვს. სურს რომ ყველა დანარჩენი ნიშანი აღიარებდეს ლომის მეფობას, დიახ ამას ყველა ნიშანი აღიარებს გარდა მორიელისა. მხოლოდ მორიელი არ ეგება ლომს ფეხქვეშ.
ორივე მუდმივი ნიშანია და ორივეს დომინირება სწადია. როდესაც მორიელი რისხდება, ის მართლა გიჟდება და ვერანაირი მეთოდით ვერ მოიყვანთ გონს. გარიდება და იმის ლოდინი, როდის შეწყვეტს გაცოფებული მორიელი დუღილს. განრისხებული ლომი კი პანიკაში არ ვარდება, მან იცის რომ ის ნებისმიერ ბრძოლაში გაიმარჯვებას.
ასტროლოგების მტკიცების არსებობს რამდენიმე რჩევა რითაც შესაძლოა ლომმა და მორიელმა საერთო ენა გამონახონ:
თუ ლომი და მორიელი საკუთარი ტემპერამენტის მართვას ისწავლიან და საერთო ინტერესებსა და მიზნებზე კონცენტრირდებიან, ისინი წარმატებით ითანამშრომლებენ. ეს ჰარმონიულად შეთამაშებული დუეტი გამანადგურებელ ძალას წარმოადგენს ყველასთვის, ვისაც ლომის მხურვალების ჩახშობა ან მორიელის წყლის ამღვრევა გადაუწყვეტია.
მორიელთან ლომს მოუწევს თავისი მედიდური გამოხდომების დავიწყება. თუმცა ის ვერც ერთ მზის ნიშანთან ვერ მიაღწევს ისეთ სიღრმისეულ გაგებასა და ერთგულებას, როგორც მორიელთან. მხოლოდ ამას დამსახურება სჭირდება! ამიტომ, ხანდახან ღირს რამდენიმე მწარე აბის გადაყლაპვა,
ლომი და მორიელი ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით და მხოლოდ!! მაგრამ, როგორც კი მოქმედების არეალი, საძინებელ ოთახს სცდება, მათი ურთიერთობა მყისიერად გადაიზრდება ხელჩართულ ომში.
ლომი და მორიელი აბსოლუტურად გულწრფელ პატივისცემას განიცდიან ერთმანეთის მიმართ. თუ ლომი და მორილეი თავის ძალებს გაერთიანებას შეძლებენ, ისინი ნებისმიერ სფეროში დაუმარცხებლები გახდებიან

0
303
შეფასება არ არის
ავტორი:jango
jango
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0