x
image
თორ ნიკე
23 საუკუნის ჩინური "კალკულატორი"
23 საუკუნის ჩინური კალკულატორი


ჩინეთში, ცინჰუას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, 2014 წელს ბამბუკის 2500 წვრილი ზოლი გაწმინდეს, რომელთა ასაკი 2300 წელზე მეტია - თარიღდება ძვ.წ. 305 წლით. მათი თავმოყრა თავის დროზე 65 ძველი ტექსტის შესადგენად დასჭირვებიათ ჩინელ სწავლულებს. ცინჰუას უნივერსიტეტის მათემატიკის ისტორიის მკვლევარი - ფენ ლი შენგი განმარტავს, რომ ბამბუკის 21 ზოლზე, რიცხვები ათობითი სისტემითაა თავმოყრილი და განლაგებული - ის გამრავლების ტაბულის, მსოფლიოში დღემდე შემორჩენილი უძველესი ნიმუშია.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "კალკულატორს" მიწის ზედაპირის ფართობის, აგრეთვე გადასახადების გამოთვლისთვის იყენებდნენ. ფენ ლი შენგის შეფასებით ასეთი რთული გამრავლების მატრიცა ჩინეთის ისტორიაში უნიკალურია.

ასევე შემორჩენილია დღემდე 4000 წლის წინანდელი ძვ.წ. მე-20 საუკუნის შუმერული გამომთვლელი სისტემა, მაგრამ ის ზემოთაღნიშნული, ჩინურისგან განსხვავებით 60-ობით სისტემაზეა დაფუძნებული, ხოლო ჩინური ათობითზე.




ასევე დაგაინტერესებთ:

1) ჩინეთის ორმოცსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა - ჩინეთის მმართველი დინასტიები

2) ჩინეთის უძველესი დამწერლობის ნიმუშები

3) ტანის (თანგის) ჩინური დინასტია და მისი ანალოგიები საქართველოსთან



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0