x
წლის მოდელი - შავკანიანი მოდელის ოცნებები ხდება
ადუტ აკეჩი

ყოველი წლის დეკემბერში, Models.com იმ მამაკაცი და ქალი მოდელების სიას აქვეყნებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მოდის სფეროზე გავლენა იქონიეს, დაწყებული ახლადგამომცხვარი პერსპექტიული სახეებით, გავლენიანი პერსონებით დამთავრებული. „წლის მოდელი“ ყველაზე პრესტიჟული ტიტულია, რომლებსაც ერთის მხრივ, მოდის სამყაროს წარმომადგენლები, და მეორეს მხრივ, ვებ-გვერდის მკითხველები, ირჩევენ.

image2018 წლის „წლის მოდელი“-ს ტიტული 19 წლის ადუტ აკეჩს მიენიჭა, რომელმაც გასული წლის მანძილზე მსოფლიო პოდიუმები დაიპყრო. მაშინ, როცა სუდანური წარმოშობის ავსტრალიელ მოდელს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან აღნიშნული გვირგვინი ერგო, Models.com-ის მკითხველებმა ხმის მიცემის პრინციპით სოციალური მედიის ვარსკვლავიც გამოავლინეს. ეს უკანასკნელი წოდება კი ჯიჯი ჰადიდს ხვდა წილად, რომელსაც 45.2 მილიონი ე.წ. „ფოლოვერი“ ჰყავს ინსტაგრამზე. image

საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ პრადას შოუს გახსნას შეუძლია, ნებისმიერი მოდელი სუპერმოდელად აქციოს. ეს ნიშნავს, რომ სხვა წამყვან შოუებზე, პრიალა ჟურნალების ყდებსა და სარფიან სარეკლამო კამპანიებში გზა ხსნილი იქნება. ოც წლის განმავლობაში, ეს მხოლოდ თეთრკანიანი ქალების პრივილეგია იყო. თუმცა, ეს ტენდენცია თებერვალში შეიცვალა, როცა 19 წლის სუდანური წარმოშობის ამერიკელმა მოდელმა ანოკ იაიმ პრადას ჩვენება გახსნა. ეს პირველად მოხდა 1997 წლის მერე, როცა ნაომი კემპბელს ერგო მსგავსი პატივი წილად. ამის მერე, სამხრეთ სუდანელმა ადუტ აკეჩმა 17 წლის ასაკში სენ-ლორანის შოუ დახურა.


image

„ვგრძნობ, რომ რაღაც დიდებული წუთის ნაწილი ვარ, რომელიც მოდის შიგნით და ასევე მის გარეთ ხდება“, თქვა მის აკეჩმა. „ძალიან გაიზარდა ფერადკანიანი გოგონების რიცხვი პოდიუმზე. ეს შესანიშნავია“. imageimage

2018 წლის განმავლობაში, ჩვენებებზე გოგონათა მრავალფეროვნებას განსაკუთრებით ხშირად განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის გაცილებით ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი მოდის ოთხ მთავარ ქალაქში - ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და მილანში - რასიზმი ისევ და ისევ აქტუალურ თემად რჩება. თუმცა, დღესდღეობით, ალეკ უეკის კვალდაკვალ, რომელიც ერთ-ერთი პირველი აფრიკელი მოდელი იყო მოდის ინდუსტრიაში, ორზე მეტი დეკადა გავიდა და ბევრი ფერადკანიანი და ბუნებრივთმიანი გოგონა პოდიუმის მოთხოვნად მოდელად იქცა.





0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0