x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
130 მილიონი წლის წინანდელი "დინოზავრების პომპეი" ჩინეთში

130 მილიონი წლის წინანდელი "დინოზავრების პომპეი" ჩინეთში


მეცნიერებმა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, 2014 წელს, 130 მილიონი წლის წინანდელი პერიოდის დინოზავრების და ფრინველების "სასაფლაოს" საიდუმლო გაშიფრეს. პალეონტოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცარცულ პერიოდში ამ ტერიტორიაზე ვულკანი ამოიფრქვა. ეს ამოფრქვევა დაახლოებით გახლდათ ვეზუვის ტიპის და სიმძლავრის, რომელსაც პომპეისა და ჰერკულანუმის დაღუპვა და იქ მცხოვრები ადამიანებისა და შენობების განამარხება და ვულკანურ ფერფლში დღემდე შემონახვა მოჰყვა.


დინოზავრები და ტერიტორიის სხვა ბინადრები ვულკანური ფერფლის ქვეშ დაიმარხნენ და მათი ნაშთები შესანიშნავად არის შემორჩენილი. ჩინელ პალეონტოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ნანკინის უნივერსიტეტის პროფესორი - ბაიუ ცზიანი ამბობს, რომ მეცნიერები ლიაონინის პროვინციაში დინოზავრების ამ უზარმაზარი სასაფლაოს საიდუმლოს ამოხსნას დიდი ხანია ცდილობდნენ.


დინოზავრების გარდა, აქ უკვე გადაშენებული ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების და მწერების არაერთი სახეობის ნაშთებია შემონახული. ტერიტორია ამ თვალსაზრისით იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, რომ ცარცული პერიოდის პალეონტოლოგიური ისტორიის აღქმაში რევოლუცია მოახდინა.



ტყეები და ტბები, სადაც ეს ცხოველები ბინადრობდნენ, ვულკანებით იყო გარშემორტყმული. ძლიერი ამოფრქვევის შემდეგ კი, მათ თავს გაზის ძლიერი ნაკადი, ფერფლის და ქვების წვიმა დაატყდათ. ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები და წყლის და ხმელეთის სხვა ბინადრები მყისიერად დაიღუპნენ, შემდეგ კი მათი გვამები ვულკანურმა ფერფლმა გადაფარა.


130 მილიონი წლის წინანდელი "დინოზავრების პომპეი" ჩინეთში


დოქტორ ბაიუ ცზიანის განმარტებით, "სასაფლაოს" ტერიტორიაზე შემორჩენილი დინოზავრების, ფრინველების და თევზების ნეშტების მდგომარეობა მოწმობს, რომ სიკვდილის წინ ისინი ზუსტად ისე იტანჯებოდნენ უჰაერობით და ეწვოდათ კანი, როგორც ადამიანები პომპეის ტრაგედიის დროს.


სპეციალისტთა განცხადებით, ცარცული პერიოდის ამ მონაკვეთში - 130 მილიონი წლის წინ, ამგვარი სიძლიერის ამოფრქვევა სულ რამდენჯერმე მოხდა და დანარჩენი ამოფრქვევები კიდევ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ეს.

(წყარო: ჟურნალი "ისტორიანი" და NationalGeographic)



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0